მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ზაქარეიშვილმა სააკაშვილის განცხადება ფანტაზიად შეაფასა - 01 მარტი 2013

[მედიანიუსი]

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი ეთნიკური დაპირისპირების საფრთხებზე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ამ უკანასკნელის ფანტაზიად აფასებს.

მან ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. სახელმწიფო მინისტრმა გამორიცხა, რომ რეგიონებში ეთნიკურ ნიადაგზე რაიმე დაპირისპირება არსებობდეს.

„ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში შეშფოთება პირიქით სააკაშვილის პროვოკაციული განცხადებების გამო გამოთქვეს. ისეთი დიდი ნდობა, როგორიც ჯავახეთსა და ქვემო ქართლში კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა, არცერთ ხელისუფლებას არ ჰქონია. ასე ჰაიაჰარალოდ საუბარი არ შეიძლება“, _ აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას.

მისი მოსაზრებით, პრეზიდენტმა უსინდისოდ ილაპარაკა და მან კეთილი უნდა ინებოს და განმარტოს, თუ რას გულისხმობდა თავის განცხადებებში.

„პროვოკაციები გამორიცხულია. სააკაშვილს არც ჯავახეთში და არც ქვემო ქართლში არაფერი გამოუვა“, _ დასძინა პაატა ზაქარეიშვილმა.

ცნობისთვის: ჯავახეთსა და ქვემო ქართლში სეპარატისტული მოძრაობის შესაძლო გაღვივებაზე მიხეილ სააკაშვილმა ბაქოში ვიზიტის შემდეგ ისაუბრა.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE