მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
როცა საქმე ერს ეხება, მეორე და მესამე ექსპერიმენტი გამორიცხულია _ მეუფე იაკობი - 03 მარტი 2013

[მედიანიუსი]

ხელისუფალმა უნდა იცოდეს, რა სჭირდება ერს და სწორედ ისე უნდა მოიქცეს. – ბრძანა დღევანელი წირვის დასრულების შემდეგ სამების საპატრიარქო ტაძარში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, პატრიარქის ქორეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა.

მისი თქმით, ხელისუფალს უფლება არ აქვს, ყველაფერი თავის ჭკუაზე აკეთოს. საქართველოს უყვარდა მეფეები და ხელისუფლება, რომლებიც ქვეყანაში მშვიდობას ამყარებდნენ. ქვეყანაში იყო სიყვარული და უერთიერთგატანა.

,,თუ ხელისუფალი ცუდი ცხოვრების წესით ცხოვრობს, მარტო თავის თავზე და გარემოცვაზე ფიქრობს, თუ კარგავს ქვეყნის ტერიტორიის დიდ ნაწილს, თუ ებრძვის ტრადიციებს და ადამიანებს უწესობისკენ მოუწოდებს, თუ თავის ერს შეებრძოლება, ზოგს დახოცავს, ზოგს - საპატიმროებში ჩაყრის, თუ თავის გარემოცვას ოჯახებიდან პატიოსან ცოლ-შვილს გაარეკინებს და საეჭვო ყოფაქცევის ადამიანებს შერთავს, განა ასეთი ხელისუფლების მაგალითზე ვერ მივხვდებით, როგორ შეიძლება განაბნიო ის, რაც ღმერთმა მოგცა“, _ ბრძანა მეუფე იაკობმა და აღნიშნა, რომ ასეთ ხელისუფალს დაუდგება ის დრო, როცა ვინც ირგვლივ ჰყავდა, ისინიც აღარ მიიღებენ და ღორების საჭმელიც კი მოენატრება ისევე, როგორც მამისგან გაქცეულ უძღებ შვილს.

თუმცა, როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, უფალი მოწყალეა და თუ ასეთი ხელისუფალი მოინანიებს ღმერთი მას აპატიებს.

"მან უნდა იცოდეს, რომ მხოლოდ იმის მოთხოვნის უფლება ექნება, უფალმა მიიღოს იგი, როგორც ერთ-ერთი მუშაკთაგანი, რათა როგორც ერთმა მცირეთაგანმა ქვეყნის აღმშენებლობაში მონაწილეობა მიიღოს. როცა საქმე ერს ეხება, მეორე და მესამე ექსპერიმენტი გამორიცხულია", - ბრძანა მეუფე იაკობმა.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE