მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებაზე საუბარი დაიწყო – ზურაბ აბაშიძე - 05 მარტი 2013

[მედიანიუსი]

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძის განცხადებით, რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებაზე საუბარი დაიწყო. მან ამის შესახებ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"- თან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის მხრიდან კეთილი ნება არსებობს და მხარეები მოლაპარაკებებს უახლოეს მომავალში დაიწყებენ.

აბაშიძე იმედოვნებს, რომ ზაფხულისთვის ამას შედეგი ექნება.

"საუბარი იქნება სხვადასხვა კატეგორიისთვის ვიზების გაცემის გამარტივებასა და, საერთოდ, კატეგორიების გაფართოებაზე. შეიძლება, ამ მიმართულებით მარტის თვეშიც გარკვეულად წინ წავიწიოთ. მხედველობაში მაქვს ყაზბეგი-ზემო ლარსის მარშრუტი", –– განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

მისივე მოსაზრებით, ასევე სწრაფად უნდა აღდგეს ორ ქვეყანას შორის რეგულარული საავიაციო რეისები.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესა და რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ გრიგორი კარასინს რამდენიმე დღის წინ პრაღაში შეხვდა, სადაც ეს საკითხი განიხილეს. მაისის დასაწყისში ასევე პრაღაში კარასინისა და აბაშიძის შეხვედრა არის დაგეგმილი.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE