მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ნაგვისა და ელექტროენერგიის გადასახადების გამიჯვნის შესახებ კანონი პარლამენტმა პირველივე მოსმენით დაამტკიცა - 06 მარტი 2013

[მედიანიუსი]

საქართველოს პარლამენტმა თბილისში ნაგვისა და ელექტროენერგიის გადასახადების გამიჯვნის შესახებ კანონი დაამტკიცა.

დეპუტატ თინა ხიდაშელის აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა პირველი მოსმენით – 88 ხმით მიიღო.

"საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ" კანონსა და "ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ნარჩენების გადასახადის ოდენობა მოხმარებული ელექტოენერგიის მიხედვით აღარ განისაზღვრება.

ნაგვისა და ელექტროენერგიის გადასახადების გამიჯვნის შემდეგ დაგვა-დასუფთავების მომსახურებაზე ზღვრული მოსაკრებელი დაწესდება, რომლის ოდენობაც ერთ სულ მოსახლეზე თვეში 3 ლარს, ხოლო იურიდიული პირების შემთხვევაში, ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე 25 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა ოთხი სულით განისაზღვრება.

პროექტის თანახმად, "ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ" კანონით სოციალურად დაუცველთა ფაქტორის გათვალისწინებაც ხდება და ფიქსირდება, რომ მოსაკრებლის ოდენობა ფიზიკურ პირებზე დიფერენცირებული უნდა იყოს, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის კანონმდებლობით დადგენილი სიღატაკის ზღვარის მაჩვენებლის შესაბამისად.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE