მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მსჯავრდებულებისათვის პრობაციის ბიუროში გამოცხადების შეღავათიანი რეჟიმი ამოქმედდება - 07 მარტი 2013

[მედიანიუსი]

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მჯავრდებულებისთვის პრობაციის ბიუროში გამოცხადების შეღავათიანი რეჟიმი ამოქმედდება.

როგორც სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილე გიგა გიორგაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეს ინიციატივა სამინისტროს ეკუთვნის. მის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მჯავრდებულებისთვის, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის მიხედვით კვირაში ერთხელ რეგისტრაციისთვის პრობაციის ბიუროში გამოცხადება უწევთ, შეღავათიანი რეჟიმი ამოქმედდება.

კერძოდ, ასეთ პირებს ორ კვირაში ერთხელ პრობაციის ბიუროში გამოცხადების ვალდებულება დაეკისრებათ.

„პრობაციის ეროვნული სააგენტო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირობით მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის საკითხს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს და მათთვის სხვადასხვა აქტივობის განხორციელებას მომავალშიც აპირებს“, –– აღნიშნა გიგა გიორგაძემ.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE