მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ზუგდიდში გარემოვაჭრეების აქცია გაიმართა - 08 მარტი 2013

[მედიანიუსი]

ზუგდიდში გარემოვაჭრეები ადგილობრივი ხელისუფლებისგან გარევაჭრობის ნებართავს ითხოვენ და ზედამხედველობის სამსახურს ზეწოლაში ადანაშაულებენ.

ამასთან დაკავშირებით მათ დღეს ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია გამართეს.

როგორც გარემოვაჭრეები აცხადებენ, მათ შემოსავლის სხვა წყარო არ გააჩნიათ და ხელისუფლებამ უნდა მისცეს ნებართვა, განაგრძონ მუშაობა.

აკრძალვის გაგრძელების შემთხვევაში გარემოვაჭრეები ფართომასშტაბიანი აქციების გამართვას არ გამორიცხავენ.

,,გვაქვს თხოვნა, როგორც გარემოვაჭრეები, გარეთ დაგვაყენონ ”,_ განაცხადა ერთ-ერთმა გარემოვაჭრე მედიკო ზაქარაიამ.

როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მაია ღურწკაიამ განაცხადა, ქვეყნის ტერიტორიაზე გარევაჭრობა კანონით დასჯადი ქმედებაა. ბაზრის შიდა ტერიტორიაზე გამოყოფილია კეთილმოწყობილი ადგილები, სადაც ნებისმიერ მათგანს შეუძლია იმუშაოს.

,,ამ წუთებშიც მიმდინარეობს სავაჭრო ადგილების კეთლმოწყობა და შეუძლიათ ახალი ადგილები დაიკავონ”, _ განაცხადა მაია ღურწკაიამ.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE