მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სასჯელის უპირობო შეკრებითობის პრინციპის გაუქმებასთან დაკავშირებული ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა - 08 მარტი 2013

[მედიანიუსი]

სასჯელის უპირობო შეკრებითობის პრინციპის გაუქმებაზე მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.

ცვლილებები სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში შედის.

პროექტის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობისას საბოლოო სასჯელის უფრო მკაცრი სასჯელი ნაკლებად მკაცრს შთანთქავს. დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი ნაკლებად მკაცრს შთანთქავს ან ნაწილობრივ ან მთლიანად ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები შეიკრიბება. ამასთან, რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული საბოლოო სასჯელის ვადა 30 წელს არ უნდა აღემატებოდეს.

რაც შეეხება განაჩენთა ერთობლიობას, შესაძლებელი იქნება სასჯელთა ნაწილობრივ ან მთლიანად შეკრება, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს. ამ შემთხვევაში მოსამართლე არჩევანს კონკრეტული საქმის, კონკრეტული გარემოებებისა და განსასჯელის პიროვნებიდან გამომდინარე გააკეთებს.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE