მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საკონსტიტუციო ცვლილებებში საზოგადოების შენიშვნებიც აისახება – დავით უსუფაშვილი - 10 მარტი 2013

[მედიანიუსი]

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის უფლებამოსილებების შეზღუდვის თაობაზე პარლამენტში ინიცირებულ საკონსტიტუციო პროექტში შესაძლოა ცვლილებები შევიდეს და საზოგადოების შენიშვნები აისახოს.

როგორც უსუფაშვილმა აშშ-ში გამგზავრების წინ ჟურნალისტებს განუმარტა, კანონპროექტის ტექსტი საზოგადოების გამოთქმული მოსაზრებების საფუძველზე შეჯერდება.

„განხილვისათვის წარდგენილ ტექსტში შესაძლოა აისახოს სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან გამოთქმული მოსაზრებები, მათ შორის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში პარლამენტის დათხოვნა-არდათხოვნის საკითხთან დაკავშირებით,“– აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე ცნობით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის პარლამენტში განხილვის ზუსტი თარიღი 18 მარტს, ბიუროს სხდომაზე გამოცხადდება.

ცნობისთვის: პრეზიდენტის უფლებამოსილებების შეზღუდვის თაობაზე პარლამენტში ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის თანახმად, კონსტიტუციიდან ის ორი მუხლი ამოდის, რომელიც პრეზიდენტს ახლად არჩეული პარლამენტის პირველი ექვსი თვის განმავლობაში და საკუთარი უფლებამოსილების ამოწურვამდე ბოლო ექვსი თვის განმავლობაში დათხოვნას უკრძალავს. ამავე პროექტით, იზღუდება ქვეყნის პირველი პირის უფლებები მთავრობის დათხოვნის მიმართულებით. კერძოდ მთავრობის დათხოვნასთან ერთად მას პარალმენტის დათხოვნა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა მოუწევს. მთავრობის საქმიანობას კი, ახალი შემადგენლობის შექმნამდე ძველი სამთავრობო გუნდი გააგრძელებს.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE