მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სახალხო დამცველი აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმების საკითხს დამოუკიდებლად შეისწავლის - 12 მარტი 2013

[pirveli.com.ge]

სახალხო დამცველი აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმების საკითხს დამოუკიდებლად შეისწავლის.

ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭოს მიერ აგრარულ უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გუქმებას ეხმაურება.

"საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმების საკითხს დამოუკიდებლად შეისწავლის. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ არ შეიძლება აკადემიური და პოლიტიკური საკითხების ერთმანეთში აღრევა, საკითხი აუცილებლად სამართლებრივ ჭრილში უნდა გადაწყდეს და ათასობით სტუდენტის განათლების უფლება არ უნდა დაირღვეს. საკითხის დეტალურად შესწავლის შემდეგ, საქართველოს სახალხო დამცველი გააკეთებს სპეციალურ განცხადებას და ფართო საზოგადოებას აგრარული უნივერსიტეტის ავტორიზაციის საკითხთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას გააცნობს", - აღნიშნულია განცხადებაში.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE