მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ბიძინა ივანიშვილი - აბორტის აკრძალვა არ არის დემოგრაფიული პრობლემის გადამწყვეტი - 06 მაისი 2013

[myrights.ge]

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ აბორტის აკრძალვა არ არის დემოგრაფიული პრობლემის გადამწყვეტი. ივანიშვილის შეფასებით, პატრიარქი სწორად აქცევს აბორტის პრობლემას ყურადღებას.

„მარტო ეს არ არის დემოგრაფიული პრობლემის გადამწყვეტი. დემოგრაფიული პრობლემის გადაჭრას სჭირდება ის, რასაც მე მუდმივად გავიძახი. ეს არის ეკონომიკა. ეკონომიკის აღორძინება უნდა მოხდეს, ოჯახებს მეტი შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს და ამაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს“.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სახელმწიფოს აბორტის ამკრძალავი კანონის მიღებისკენ მოუწოდებს. როგორც პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამი, მუცლადღებულ ყრმათა მკველელობა - აბორტი არის უდიდესი დანაშაული, რომელიც თითქმის ყველა ოჯახში ხდება:

ბოროტმოქმედი რომ დაემუქროს დედას, შენი შვილები დახოცე, თორემ მოგკლავო, იგი ხომ თავის სიკვდილს ამჯობინებს და ეს ბუნებრივიცაა. მაშ, როგორ თანხმდება იგი მუცლადმყოფი შვილის წამებით სიკვდილს?! მით უმეტეს, ყველამ უკვე იცის, რომ რამდენი დღისაც არ უნდა იყოს ნაყოფი, მას ისეთივე განცდა აქვს ტკივილისა, როგორიც ზრდასრულს.

უწმინდესი აღნიშნავს, რომ მრავალშვილიანობის წახალისება და აბორტის საწინააღმდეგო განწყობის შექმნა მასმედიის საშუალებებსაც შეუძლიათ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე, სამების საკათედრო ტაძარში არქიდიაკვანმა დემეტრე დავითაშვილმა წაიკითხა.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE