მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
10 დეკემბერი - ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე - 10 დეკემბერი 2013

(myrights.ge)

„ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით“

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლი 2

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია - საერთაშორისო აქტი, მიღებული 1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ. დეკლარაციაში გამოცხადებულია პიროვნების ძირითადი უფლებები - სიცოცხლის, თავისუფლების, პირადი ხელშეუხებლობის, მოქალაქეობის, საცხოვრებელი ადგილის არჩევისა და თავშესაფრის, დემოკრატიული არჩევნების მეშვეობით სახელმწიფოს მართვა გამგეობაში მონაწილეობის, შრომის, თანაბარი შრომისათვის თანაბარი ანაზღაურების მიღების, დასვენების, განათლების, კულტურული ცხოვრებისა თუ მეცნიერულ პროგრესში მონაწილეობის და . . უფლებები.

დეკლარაციით გამოცხადებულია ასევე: რელიგიისა და მრწამსის, კრებებისა და ასოციაციების თავისუფლება; აკრძალულია: მონობა, მონებით ვაჭრობა; ჩამოყალიბებულია სისხლის სამართლის , სისხლის საპროცესო სამართლისა და საოჯახო სამართლის უმთავრესი ძირთადი დემოკრატიული პრინციპები.

დეკლარაციის მოთხოვნაა ეს უფლებები და თავისუფლებები ვრცელდებოდეს ყველა ადამიანზე განურჩევლად რასისა, კანის ფერისა,სქესისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსისა, ეროვნული და სოციალური წარმომავლობისა, წოდებრივი და ქონებრივი ცენზისა.

 

დეკლარაციის მიღების დღე - 10 დეკემბერი - ადამიანის უფლებათა დღედაა გამოცხადებული და აღინიშნება საერთაშორისო მასშტაბით.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE