მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საარჩევნო კომისიების წევრებმა ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი - 01 ოქტომბერი 2016

myrights.ge

ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი. ქვეყნის მასშტაბით ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაციაში დოკუმენტს ხელი ერთდროულად მოეწერა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის  მიერ შემუშავებული კოდექსი ქცევის რამდენიმე  ძირითად ნორმას აერთიანებს, ესენია: კანონის პატივისცემა, სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, დამოუკიდებლობა, გამჭვირვალობა და პროფესიონალიზმი.

ეთიკის კოდექსზე ხელმოწერით ჩვენ ვთანხმდებით რომ პატივს ვცემთ კანონს. ვიქნებით ჩვენ საქმიანობაში პროფესიონალები და  ჩვენი საქმიანობა აუცილებლად იქნება მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი. დავიცავთ გამჭვირვალობისა და  ხელმისაწვდომობის პრინციპებს, რაც მნიშვნელოვნია საარჩევნო პროცესში. ეს არ გახლავთ სიმბოლური ხელმოწერა, ეს არის აღიარება, რწმენა და ქცევაში გათავისება ყველა ამ ღირებულების და პრინციპის, რასაც საარჩევნო ადმინისტრაცია დღეს ხელმოწერით იზიარებს და ეთანხმება“,- აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ კოდექსზე ხელმოწერის შემდეგ.

კოდექსის თანახმად საარჩევნო კომისიების წევრები ვალდებული არიან უზრუნველყონ საარჩევნო კანონმდებლობის ზუსტი და თანმიმდევრული განხორციელება, ფუნქციების შესრულებისას იყვნენ დამოუკიდებლები და მიუკერძოებლები; უზრუნველყონ საარჩევნო სუბიექტების, ამომრჩევლებისა და საარჩევნო პროცესში მონაწილე სხვა პირთათვის თანაბარი და სამართლიანი გარემოს შექმნა.

ეთიკის კოდექსი არჩევნების დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩატარებისა და ამომრჩეველთა მხრიდან ნდობის ამაღლების მიზნით შემუშავდაპირველად მსგავს დოკუმენტს 2010 წელს მოეწერა ხელი“, - აღნიშნულია ცესკოს განცხადებაში.   

 

 

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE