მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ თაღლითობის ფაქტზე პირი დააკავა - 22 აგვისტო 2018

მივმართავთ საზოგადოებას, რომ მსგავსი უკანონო ფაქტების არსებობის შემთხვევაში,  დაუყოვნებლივ აცნობონ პროკურატურის გენერალურ ინსპექციას

ufleba.ge

პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ, დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე მოქალაქე .. დააკავა. 

გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის აპრილიდან ივნისის თვემდე პერიოდში, მოქალაქე ..-, ერთ-ერთი ბრალდებულის ოჯახის წევრები დაარწმუნა, თითქოს ახლო ურთიერთობაში იმყოფებოდა პროკურატურის ხელმძღვანელ თანამდებობის პირებთან და დაპირდა, რომ 13 000 ლარის გადახდის სანაცვლოდ ბრალდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებოდა და პატიმრობიდან გათავისუფლდებოდა. დაზარალებულები ..-  მოთხოვნას დათანხმდნენ და თანხა სრულად გადაუხადეს. გენერალური ინსპექციის მიერ დაკავებული პირი აღნიშნულ თანხას მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.

საქმეზე გრძელდება გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180- მუხლის მე-3 ნაწილისქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. დაკავებულს ბრალდება წარედგინება კანონით დადგენილ ვადებში და პროკურატურა სასამართლოს მიმართავს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის  მოთხოვნით.

აქვე მივმართავთ საზოგადოებას, რომ მსგავსი უკანონო ფაქტების არსებობის შემთხვევაში,  დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს პროკურატურის გენერალურ ინსპექციას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE