მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სალომე ზურაბიშვილი ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარებას გაეცნო და ოჯახს შეხვდა - 20 დეკემბერი 2019

ufleba.ge

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარებას გაეცნო.

ზურაბიშვილის თქმით, ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა ჯერჯერობით ისევ მძიმეა.

ზურაბიშვილი ამბობს, რომ ექიმების მხრიდან გაკეთდა ყველაფერი, რაც შესაძლებელი იყო.

„შედეგი არის საშინელება. დღეს დილით ქალბატონ მანანას ვესაუბრე. ამიტომ მოვედი, რომ ვნახო. მისი თხოვნითაც მაინტერესებდა, გაკეთდა თუ არა ყველაფერი. ნამდვილად ყველაფერი გაკეთდა, რისი გაკეთებაც შეიძლება. იმის დასტურიც მინდოდა, რომ ყველაფერი გაკეთდება, რაც შემდეგ ეტაპზე იქნება საჭირო. მთავარია, ეს მძიმე პერიოდი გადავლახოთ, როცა პროგნოზი ჯერ მძიმეა“ ,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს. ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

გამსახურდიას ორი ოპერაციაში ჩაუტარდა. მედიკოსების შეფასებით, მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა, - აღნიშნულია "პირველი არხის" ინფორმაციაში. 

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE