მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ვისწავლეთ ამ ინფექციის უკეთესად მართვა, რაც არ ვიცოდით გაზაფხულზე და ძალიან გვეშინოდა - ამირან გამყრელიძე - 22 ოქტომბერი 2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კოვიდსასტუმროებში მყოფი პირები სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ არიან.

რაც შეეხება ბინაზე მყოფ პაციენტებს, გამყრელიძის თქმით, მათ პირველადი ჯანდაცვის ექიმები ყოველდღე ურეკავენ და შემდეგ კითხვარის მიხედვით წყვეტენ, ექვემდებარება თუ არა ესა თუ ის პაციენტი კლინიკაში გადაყვანას.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, არაფერს მალავს. მისი განმარტებით, რეალობაა, რომ ინფიცირების შემთხვევები გაიზრდება, თუმცა ვირუსის მართვა დღეს უკეთაა შესაძლებელი, ვიდრე იყო გაზაფხულზე.

მოგეხსენებათ, კოვიდ-სასტუმროებში სამედიცინო პერსონალია და პაციენტები ყოველდღიურად ისინჯებიან სამედიცნო პერსონალის მიერ. ხოლო ბინაზე მყოფებთან ხდება დარეკვა.

საკმაოდ კარგად გაიშალა ახლა პირველადი ჯანდაცვის ექიმების ჩართულობა ამ ქსელში.  ქვეყანაში დაახლოებით 2 500-დან 3000-მდე პირველადი ჯანდაცვის ექიმია. ბინაზე დღეს არის 8 195. ანუ, თითოეულმა ექიმმა დღეში 3-4 ავადმყოფს რომ დაურეკოს, საკმარისია, დაურეკოს, მოიკითხოს, რა აწუხებს და ექიმი წყვეტს კითხვარის მიხედვით, ინფიცირებული ექვემდებარება თუ არა შემდეგ საავადმყოფოში გადაყვანას თუ სახლში დარჩება.

არის კრიტერიუმები, ვის ვტოვებთ ბინაზე. რაც გინდა ვიღაცამ დაგვაბრალოს, რომ რაღაცას ვმალავ, ნამდვილად არ ვმალავ. არ ვმალავ იმას, რომ ინფიცირება გაიზრდება, სამაგიეროდ, ჩვენ უკვე ვისწავლეთ ამ ინფექციის უკეთესად მართვა, რაც ნამდვილად არ ვიცოდით გაზაფხულზე და ძალიან გვეშინოდა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა დაასახელა ის სამი მთავარი ინსტრუმენტი, რომლებიც გარკვეული მათემატიკური მოდელირების ინსტრუმენტებია და კორონავირუსის გავრცელების ტენდენციებს აჩვენებს.

მისივე თქმით, ჯერჯერობით, ინსტრუმენტების პროგნოზებს ქვეყანა მცირე განსხვავებით მიჰყვება, კორონავირუსის ნავარაუდევზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.

ამასთან, გამყრელიძის ინფორმაციით, დასახელებული ინსტრუმენტების ცოტა ძველი პროგნოზით, საქართველოში კორონავირუსის პიკი ნოემბრის შუა რიცხვებიდან უნდა დაიწყოს, თუმცა როგორც გამყრელიძემ განმარტა, ნოემბრის პროგნოზები ხელახლა უნდა დათვალონ.

მოგეხსენებათ, პროგნოზირება ძალიან უმადური რამ გახლავთ. არ არსებობს არც ერთი ინსტრუმენტი, რომელიც ზუსტად განსაზღვრავდეს მაჩვენებელს.

ჩვენს მოდელირებაში ვიყენებთ სამ ძირითად ინსტრუმენტს: ამერიკის დაავადებათა კონტროლის ინსტრუმენტი, რომელიც შემუშავებული იყო პანდემიური გრიპის დროს 2009 წელს და ის ასევე გამოიყენება კორონავირუსულ ინფექციაზეც;

მეორე ინსტრუმენტი, რომელსაც ვიყენებდით გაზაფხულზე და ყველაზე კარგად დაემთხვა ის მოდელირება რეალობას, რომელიც შემდეგში განვითარდა, არის ვაზების უნივერსიტეტის ინსტრუმენტი, ხოლო მესამე ინსტრუმენტი, რომელთანაც ჩვენი ცენტრი თანამშრომლობს, არის ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე და მას ჰქვია ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტი.

ეს არის ძალიან ფუნდამენტური ინსტიტუტი და ჩვენ დაახლეობით, 6-7 წელიწადია მასთან მემორანდუმი გვაქვს. ამ სამი ინსტრუმენტით ვხელმძღვანელობთ, საიდანაც ჩვენი ვარაუდი იყო, რომ კორონავირუსის შემთხვევების ზრდა გევქნებოდა. ეს ინსტრუმენტები გარკვეული მათემატიკური მოდელირების ინსტრუმენტებია, შეჰყავთ ბევრი სხვადასხვა მოცემულობა, რის შემდეგაც ინსტრუმენტები გითვლიან, დაახლოებით როგორი შეიძლება იყოს ინფექციის შემთხვევების მატების ტენდენცია.

როდესაც სექტემბრის ბოლოსთვის თავიდან დავიწყეთ ამ ინსტრუმენტებით მუშაობა, ჩვენ კორონავირუსის შემთხვევების ზრდა უნდა გვქონოდა, გარკვეულად მივყვებით ამ მონაცემებს, მაგრამ პირდაპირ გეტვით, ცოტა მეტი შემთხვევა გვაქვს.

ამიტომ, კიდევ უნდა დავთავლოთ ნოემბრის პროგნოზები. წინა გამოთვლებით, კორონავირუსის პიკში ნოემბრის შუა რიცხვებიდან უნდა შევიდეთ. ეს პიკი იქნება სამი, ოთხი, თუ ხუთი ათასი, ჯერ არ ვიცით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსის 1 595 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 22 803 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 398 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 9 401.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში კიდევ ექვსი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 178- შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 408 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 3 155 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1 848- შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

შეგახსენებთ, საქართველოში გუშინ კორონავირუსის 1 351 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

წყარო: პირველი არხი

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია