მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ახლა სხვა დროა და არც 2016 წლის შედეგით დამთავრდება არჩევნები - რომან გოცირიძე - 27 ოქტომბერი 2020

ბოლო გაყიდვა არჩევნებამდე, ლარი რომ არ ჩამოიშალოს.

დღეს ეროვნულ ბანკმა 40 მილიონი დოლარი გაყიდა და ოქტომბრის თვეში განხორციელებულმა ინტერვენციებმა 160 მილიონი დოლარი შეადგინა.

ვნახოთ, როგორ მოიქცევა არჩევნების შემდეგ.

2016 წელს თუ როგორ მოიქცა ვიცით - არჩევნებამდე გაყინა კურსი, მერე მიუშვა.

ახლა სხვა დროა და არც 2016 წლის შედეგით დამთავრდება არჩევნები“, - წერს პარლამენტარი (ენმ) რომან გოცირიძე „ფეისბუქის“ გვერდზე.

2020 წლის 27 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.

საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3, 2237 შეადგინა.

ეროვნული ბანკის მხრიდან წელს ეს უკვე მე-19 სავალუტო ინტერვენციაა, - აღნიშნულია „პირველი არხის“ ინფორმაციაში.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია