მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
აზერბაიჯანი შურს იძიებს - ილჰამ ალიევი - 28 ოქტომბერი 2020

ბარდის მოსახლეობის დაბომბვისთვის აზერბაიჯანი შურს იძიებს და ოკუპანტებს ბრძოლის ველზე ღირსეულ პასუხს გასცემს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა სომხეთის არმიის მიერ ქალაქ ბარდის დაბომბვის შემდეგ განაცხადა.

აზერბაიჯანის მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ სომხეთის არმიამ ქალაქი ტერტერიგრადისტიპის დანადგარით ისევ დაბომბა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის არმიამ მთიან ყარაბაღში, ზანგილანის, ფიზულის, ჯებრაილის და გუბადლის რაიონებში კიდევ 13 სოფელზე დაამყარა კონტროლი.

აზერბაიჯანის ქალაქ ბარდას სარაკეტო დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

აზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობით, სარაკეტო იერიშის გამო 70-მდე ადამიანია დაშავებული.

აზერბაიჯანული მედია წერს, რომ ადგილობრივი დროით დაახლოებით 13:00 საათზე, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ბარდას ცენტრზე კასეტური ბომბებით მიიტანეს იერიში.

აღნიშნულ ტერიტორიაზე სავაჭრო ობიექტებია განთავსებული. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და სატრანსპორტო საშუალებებს მასშტაბური ზარალი მიადგა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, აშშ-, რუსეთსა და საფრანგეთს მთიანი ყარაბაღის საკითხის მოგვარება არ შეუძლიათ. ამის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

ერდოღანის თქმით, გუშინდელ სატელეფონო საუბარში მან პუტინს კონფლიქტის დარეგულირებაში თურქეთის ჩართვა შესთავაზა.

ჩვენ პუტინთან დეტალურად განვიხილეთ პროცესი. მე ვუთხარი, მოდით ახლა დავასრულოთ ეს კავაკასიაში. თუ გსურთ, ჩვენ ამის გაკეთება ერთად შეგვიძლია.

თქვენ ხვდებით სომხეთის პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს, მე ვხვდები ჩემს ძმას, ილჰამს. მომეცით უფლება, გავმართო ეს შევხედრები. მოდით, გადავდგათ ნაბიჯი. ჩვენ უნდა დავასრულოთ საქმე.

პუტინთან შეხვედრამ კარგად ჩაიარა. ცხადია, ჩვენ პუტინს ვუთხარით  ჩვენი წითელი ხაზების შესახებ, რომელთა გადაკვეთა დაუშვებელია“, – განაცხადა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტსა და რუსეთის ლიდერს შორის სატელეფონო საუბარი 27 ოქტომბერს, ანკარას ინიციატივით შედგა.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში 1992 წლიდან ჩართულია ეუთო- .. მინსკის ჯგუფი, რომლის თანათავმჯდომარეები რუსეთი, აშშ და საფრანგეთი არიან. თურქეთი მინსკის ჯგუფის შემადგენლობაში წევრის სტატუსით არის წარმოდგენილი.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტმებრიდან არ წყდება, - აღნიშნულია „პირველი არხის“ ინფორმაციაში.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია