„რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ეს არჩევნები, ბრძოლით მოპოვებული თითქმის პროპორციული სისტემის წყალობით (მადლობა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, სირცხვილია • Shame Movement-ს და რასაკვირველია GOD BLESS AMERICA) პარლამენტის წევრები ძალიან ძალიან მაღალი ალბათობით იქნებიან:
ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, ზურაბ ჯაფარიძე, ნინო გოგუაძე, დავით უსუფაშვილი, ფიქრია ჩიხრაძე, ალეკო ელისაშვილი, ხატია დეკანოიძე, გიორგი ვაშაძე, თინა ბოკუჩავა, რომან გოცირიძე, ნინო ბურჯანაძე, კახა კუკავა, სალომე სამადაშვილი, გიგა ბოკერია, თამუნა კორძაია, მამუკა ხაზარაძე, ხათუნა სამნიძე, ირაკლი კუპრაძე, ანა ნაცვლიშვილი, გიგი უგულავა, თეონა აქუბარდია, შალვა შავგულიძე და შალვა ნათელაშვილი.
ეს რაც უცებ გამახსენდა. ჩამონათვალის რიგითობა შემთხვევითია, მხოლოდ შევეცადე გენდერული წონასწორობა მეტ-ნაკლებად მაინც დამეცვა.
ჰოდა, როდესაც ამის მერე წარმოვიდგინე ხელისუფლების გამარჯვების შემთხვევაში რა დღეში ჩააგდებს ზემორე „სასტავი“ თალაკვაძე-მდინარაძე-მათიკაშვილ-ოხანაშვილებს და კიდევ ოცნების იმ გამოუცდელ დებიუტანტებს, რომ ჰგონიათ კაი ხელფასიანი სამსახური ვიშოვეთ და ცხოვრება მოვიწყვეთო, რომ ჩემთვის დღესავით გახდა ნათელი:
ხელისუფლებაში თუ ვინმეს ჭკუა შერჩა, თვითონ უნდა ჩალიჩობდეს წაგებაზე, ბიძინა ივანიშვილი კი ერთ „ვერტალიოტში“ ცვლიდეს ნახევარ სამეფოს.
მოკლედ, ქართული ოცნება / Georgian Dream წაგებას რას დაეძებთ და მოგების გეშინოდეთ, ხალხნო“, - წერს ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.