მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
უგრეხელიძის ინიციატივა ხომ „შედევრია“, მაგრამ წარმოვიდგინოთ, რომ ეს მართლა შესაძლებელია - გია ხუხაშვილი - 07 ნოემბერი 2020

მინდია უგრეხელიძის ინიციატივა ხომ "შედევრია", მაგრამ ერთი წამით  წარმოვიდგინოთ, რომ ეს მართლა შესაძლებელია.

რა მოხდება?

მაქსიმუმ 6 თვეში ოცნება დაკარგავს მთავარ მოკავშირეს - ანტი-მიშას და ხელისუფლებას გადააბარებს ოპოზიციას პარლამენტშივე.

ასე რომ, იმედზე ახლა ინტიმურ ადგილებში ცელის გამოსმაზე მსჯელობენ...

* * *

2012 წლის არჩევნების წინ იმედმა და რუსთავი-2-მა გამოაქვეყნეს ჩემი საუბრების ჩანაწერები ჩემ ცოლთან, ჩემ შვილთან. ვსაუბრობ იმაზე, თუ რას ვფიქრობ გია ვოლსკიზე, რამაზ საყვარელიძეზე და ..

ეს იყო ყველაზე ბინძური, ჭუჭყიანი, ამასთანავე არაფრისმომცემი ქმედება, რაც იმ დროიდან ჩამრჩა.

კიდევ ერთხელ ვუხდი ბოდიშს ბადრის, რომ ვერ მოვახერხე იმედის ამ ტალახიდან ამოყვანა და ისევ იქ გორავს...“ - წერს ექსპერტი გია ხუხაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.

თუ „ნაციონალური მოძრაობა“ და „პატრიოტთა ალიანსი“ ბოლომდე ერთგული იქნებიან თავისი პოზიციისა და არაფერს დათმობენ, გამოსავალი მაინც არსებობს, – ამის შესახებ „იმედის“ ეთერში სამართალმცოდნემ, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში პირველმა ქართველმა მოსამართლემ, მინდია უგრეხელიძემ განაცხადა.

„ეს დაახლოებით 40 მანდატი გამოდის. მეორე მხრივ, წარმოვიდგინოთ ყველა დანარჩენი პარტია ვინც გადალახა ეს ბარიერი, იმისგან დამოუკიდებლად, თუ ვინ რამდენი მიიღო. ის ორმოცი მანდატი, რომ პროპორციულად გადავანაწილოთ ამათზე, ბარიერგადალახულ პარტიებზე, იცით რა საინტერესო პარლამენტი გამოდის?!“, – აღნიშნა უგრეხელიძემ.

მისი თქმით, ეს ინიციატივა არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას.

„ამას არ სჭირდება კონსტიტუციის შეცვლა, მაგრამ საარჩევნო კანონის შეცვლა, რა თქმა უნდა დასჭირდება, რასაც რა თქმა უნდა განახორციელებს უფლებამოსილი, სათანადო კომპეტენციის პარლამენტი“, – აღნიშნა უგრეხელიძემ.

მისი თქმით, ეს თუ მოხდება, ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს იდეალური პარლამენტი. „ეს იქნება ექვსპარტიული პლურალისტური პარლამენტი. სადაც იქნება „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“, „გირჩი“, იქ ისე გამოდის, რომ ზოგი 12 მანდატს იღებს, ზოგი 6-ს, ზოგი 4-ს, არაჩვეულებრივად საინტერესო მრავალპარტიული პარლამენტი გამოდის. ეს არაა შემთხვევითი პარტიები, მათ აქვთ გამოცდილებაც და ძალაც“, – აღნიშნა უგრეხელიძემ.

უგრეხელიძის განცხადებით, ეს ინიციატივა ეხება „პატრიოტთა ალიანსს“, ალეკო ელისაშვილის პარტიას და შალვა ნათელაშვილს. მისი თქმით, პოლიტიკურმა ძალებმა თავი უნდა დაიხსნან „ნაცმოძრაობის“ გავლენისგან.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია