მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
კორონავირუსის 2 901 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 799 ადამიანი - 08 ნოემბერი 2020

საქართველოში კორონავირუსის 2 901 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 799 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 34 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 57 753 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 42 572 გამოჯანმრთელდა, 475 კი გარდაიცვალა.

სტაციონარში მეთვალყურეობას 4 691 ადამიანი გადის, კოვიდსასტუმროში კი იმყოფება 2 879 პირი.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

აჩვენეთ, რა ხდება დღეს უკვე დასავლეთის ძალიან განვითარებულ ბევრ ქვეყანაში, საავადმყოფოებში, აი ის იქნება, იმაზე უარესი ჩვენთან, – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში შეკითხვას, ყველაზე მძიმე შემთხვევაში, როგორი შეიძლება იყოს ჩვენთან ეპიდემიოლოგიური სურათი.

პაატა იმნაძე მოუწოდებს მოქალაქეებს, გაიკეთონ გრიპის საწინააღმდეგო აცრები.

პროგნოზები ყველანაირი გვაქვს, მათ შორის, ძალიან არასახარბიელო და ძალიან მძიმე. ერთადერთი, ისიც არის, რომ მოგეხსენებათ, მესამე კვირაა, გრიპის ვაქცინაცია აქტიურად მიდის ქვეყანაში.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რისკის ჯგუფები ვინც არიან და ეს გამოქვეყნებულია, მათთვის სახელმწიფოს უფასოდ აქვს ეს ვაქცინა. სახელწიფოს ყველა პოლიკლინიკაში შესაძლებელი არის რისკის ჯგუფების აცრა. კომერციულმა სექტორმაც შემოიტანა, რამდენადაც მაქვს ინფორმაცია და მათაც შეუძლიათ აცრა.

არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ იგივე გრიპისაგან კარგად გვიცავს ზუსტად იგივე რეკომენდაციები, რაც კორონას შემთხვევაში. ანუ ისევ და ისევ პირბადე და დისტანციის დაცვა. ზუსტად იგივენაირად დაგვიცავს გრიპისაგან და სხვა რესპირატორული ვირუსებისაგან, როგორც კორონას შემთხვევაში.

ასე რომ, რეკომენდაციებს თუ დავიცავთ, მაშინ არ გვექნება ის ძალიან პესიმისტური პროგნოზები“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია