მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ქალაქი შუშა გაათავისუფლეს - ილჰამ ალიევი - 08 ნოემბერი 2020

ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ქალაქი შუშა გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული სააგენტოები ავრცელებენ.

ქალაქი შუშა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქია და ის არაღიარებული მთიანი ყარაბაღის .. დედაქალაქთან ახლოს მდებარეობს.

შუშასთან საბრძოლო მოქმედებები რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამას ადასტურებდნენ არაღიარებულ მთიან ყარაბაღსა და სომხეთშიც.

სომხური მედიის ცნობით, ბრძოლა ქალაქ შუშასთან გრძელდება. მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ არაღიარებული მთიანი ყარაბაღის .. დედაქალაქ სტეპანაკერტში განგაშის ხმა რამდენჯერმე გაისმა.

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაცია რეჯეფ თაიფ ერდოღანის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

როგორც ოფიციალურ ცნობაშია აღნიშნული, ერდოღანმა განუცხადა პუტინს, რომ სომხეთი მთიანი ყარაბაღის ტერიტორიიდან უნდა გავიდეს და ასევე, უნდა დაბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან.

ამასთან, კრემლის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ ერდოღანსა და პუტინს შორის მოლაპარაკებებისას, რუსეთის პრეზიდენტმა თურქეთის ლიდერს მასსა და აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს შორის გამართული კონსულტაციების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი შეეხო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების გზების ძიებას.

შეგახსენებთ, დღეს დილით აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არმიამ ქალაქი შუშა დაიკავა.

სომხეთში აცხადებენ, რომ ქალაქ შუშასთან საბრძოლო მოქმედებები გრძელდება, - აღნიშნულია „პირველი არხის“ ინფორმაციაში.  

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია