მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ბოიკოტი თვითმიზანი არ არის და ვერც იქნება, მიზანი რიგგარეშე არჩევნებია - ხათუნა ლაგაზიძე - 20 ნოემბერი 2020

„ბოიკოტი თვითმიზანი არ არის და ვერც იქნება. მიზანი რიგგარეშე არჩევნებია და თუ ის მიღწეული იქნება, ოპოზიციამ უნდა განიხილოს შემხვედრი ნაბიჯების თემა. ეს ოპტიმალური გამოსავალია დღევანდელი გადასახედიდან“, - წერს პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე „ფეისბუქის“ გვერდზე.

გია ნოდია, ექსპერტი:

„ვხედავ გაწბილებას იმის გამო, რომ დასავლეთი (და არა მხოლოდ პომპეო და მისი სახელმწიფო დეპარტამენტი) ოპოზიციას ბოიკოტს არ უწონებს და პარლამენტში შესვლას ურჩევს.

ცოტა მიკვირს, რატომ შეიძლებოდა ვინმეს სხვაგვარი მოლოდინი ჰქონოდა. ასეთი პოზიცია არ ნიშნავს, რომ დასავლელი პოლიტიკოსები საკმარისად არ უჭერენ მხარს საქართველოს დემოკრატიას. მათ გულწრფელად არ ესმით, არსებულ პირობებში პარლამენტში შესვლაზე უარის თქმა რატომაა დემოკრატიისთვის ბრძოლა. თუ სერიოზული გაყალბება მოხდა - რაზეც არც ისინი კამათობენ - პარლამენტის ტრიბუნაც უნდა გამოიყენო ამის წინააღმდეგ საბრძოლველად. ისინი, უბრალოდ, ასე აზროვნებენ, ასეთია მათი დნმ.

მეც ალბათ, ზედმეტად გავდასავლეთელდი (ან გამოდასავლეთელდი - რომელიც უფრო მოგწონთ, ის სიტყვა აირჩიეთ) და ამიტომ  არ მომეწონა პარლამენტის ბოიკოტის იდეა.

მაგრამ დღეს ბოიკოტი უკვე რეალობაა, საიდანაც უნდა ამოვიდეთ. მე არ ვთვლი, რომ პარლამენტში შესვლა გაყალბების ლეგიტიმაციას ნიშნავს, მაგრამ ამას მნიშვნელობა არა აქვს: ამ წანამძღვარზე დაყრდნობით შედგა ოპოზიციის ერთიანობა (რაც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია). როგორც ჩანს, ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების დიდი ნაწილი (შეიძლება - უმრავლესობაც) ასე ფიქრობს.

რაკი ასეა, ამ ეტაპზე ოპოზიციას უკან დასახევი აღარ აქვს: ახლა უკვე პარლამენტში შესვლა მხოლოდ ხელისუფლების მხრიდან რაიმე სერიოზული დათმობის შემთხვევაში იქნება გამართლებული. ხელისუფლება კი საეჭვოა, რაიმე პრინციპულ საკითხში დათმობაზე წამოვიდეს.

როგორც ჩანს, უნდა შევეგუოთ, რომ მომავალი წლები რუტინად ქცეული პოლიტიკური კრიზისის წლები იქნება. სხვა პერსპექტივას ჯერჯერობით ვერ ვხედავ. ვისაც უკეთესი ვარიანტისა სჯერა, დიდი სიამოვნებით გავატარებ“, - წერს გია ნოდია „ფეისბუქის“ გვერდზე.

 

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია