მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ივანიშვილის ხეების გადამტანმა კომპანიამ 98 მილიონის ტენდერი მოიგო - ფლანგვის დეტექტორი - 12 ივნისი 2021

ბიძინა ივანიშვილის ხეების გადამტანმა კომპანია "ზიმომ" 2011 წლიდან 98 მილიონი ლარის ტენდერი მოიგო, იმის მიუხედავად, რომ კომპანია შავ სიაში იმყოფება. ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს.

2012-2019 წლებში, შპს "ზიმომ" 53 მილიონი ლარის ხელშეკრულებები სახელმწიფოსგან უტენდეროდ, პირდაპირი შესყიდვით მიიღო.

"ზიმოს" გარდა არსებობს მასთან დაკავშირებული შპს "ზიმო-7", რომელმაც 2012 წლიდან 150 მილიონ ლარზე მეტის ტენდერები მიიღო და აქედან 54 მილიონის – უკონკურენტო გარემოში.

"ზიმომ" და მისმა მეწილეებმა მმართველ პარტიას 2019-2020 წლებში ჯამში 320,000 ლარი შესწირეს, მათთან აფილირებულმა პირებმა კი დამატებით - 175,000 ლარი.

შპს "ზიმო" 1 წლის განმავლობაში იმყოფებოდა შავ სიაში, რადგან 2016 წელს ვანის მუნიციპალიტეტიდან პირდაპირი შესყიდვით მიიღო 1.4 მილიონ ლარზე მეტი და ვალდებულებები არაჯეროვნად და არასრულად შეასრულა.

სამუშაოებს აგრეთვე უხარისხოდ ასრულებს შპს "ზიმო-7", რომელმაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გზისა და ხიდის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან თითქმის მილიონი ლარი მიიღო, თუმცა ხიდი კვლავ სარემონტოა", - წერს "ფლანგვის დეტექტორი".

წყარო: „ტვ პირველი“

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია