მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ გერმანიის გადაწყვეტილება სახმელეთო საზღვრებზე კონტროლის დაწყების შესახებ ვარშავისთვის მიუღებელია - 11 სექტემბერი 2024

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ გერმანიის გადაწყვეტილება ყველა სახმელეთო საზღვარზე კონტროლის დაწყების შესახებ ვარშავისთვის მიუღებელია და „დე ფაქტო შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას ნიშნავს“.

პოლონური მედიის ცნობით, ეს განცხადება ტუსკმა პოლონელ დიპლომატებთან შეხვედრაზე გააკეთა.

ტუსკის თქმით, პოლონეთს არ შეუძლია, დაეთანხმოს გერმანიის გადაწყვეტილებას.

„ჩვენ თხოვნით მივმართავთ სხვა ქვეყნებს, რომლებზეც გავლენას მოახდენს ბერლინის ეს გადაწყვეტილებები, რომ სასწრაფოდ გაიმართოს გერმანიის სახელმწიფოს ყველა მეზობელთან კონსულტაციები ამ საკითხზე ევროკავშირის საპასუხო ქმედებების თაობაზე“, – აღნიშნა ტუსკმა.

ცნობისთვის, 9 სექტემბერს გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა განაცხადა, რომ ბერლინი სასაზღვრო კონტროლის გერმანიის ყველა საზღვარზე აღადგენს.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE