მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
"EU-ში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება საქართველოს ხელმძღვანელობის ხელშია" - 01 დეკემბერი 2024

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ ევროკავშირი მკაცრად გმობს ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნავენ, საქართველოს ხელისუფლების ეს ქმედებები პირდაპირ გავლენას ახდენს ევროკავშირი-საქართელოს ურთიერთობებზე.

"ევროკავშირი სინანულს გამოთქვამს ირაკლი კობახიძის განცხადების გამო, რომელიც „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ეხება. აღვნიშნავთ, რომ ეს განცხადება წარმოადგენს გადახვევას საქართველოს ყველა წინა ხელისუფლების პოლიტიკიდან და ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ევროპული მისწრაფებებიდან, როგორც ეს გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლების კურსმა და დემოკრატიულმა უკუსვლამ გამოიწვია გაწევრიანების პროცესის ფაქტობრივი შეჩერება ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ივნისში და რომ ევროკავშირის ფინანსური დახმარება, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება უშუალოდ სარგებლობდა, ამჟამად შეჩერებულია.

ქართველი ხალხი ისევ გამოვიდა ქუჩებში ევროკავშირში გაწევრიანების სურვილის დასადასტურებლად. ევროკავშირი მკაცრად გმობს ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებიც მტკიცედ დგანან თავიანთი ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის. საქართველოს ხელისუფლების ეს ქმედებები პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს ურთიერთობებზე.

საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებს და თავი შეიკავოს მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალის გამოყენებისგან. ძალადობის ყველა აქტი უნდა იყოს გამოძიებული და დამნაშავეები დაისაჯონ.

ევროკავშირი კვლავ გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული უკუსვლის გამო, მათ შორის დარღვევებზე ბოლო საპარლამენტო არჩევნების წინ და მის დროს. ამ კონტექსტში, ევროკავშირი მოუთმენლად ელის OSCE/ODIHR-ის საბოლოო ანგარიშს და მის რეკომენდაციებს.

ევროკავშირი მხარს უჭერს ქართველ ხალხს და მათ არჩევანს ევროპული მომავლის შესახებ. ევროკავშირის კარი ღია რჩება და საქართველოს დაბრუნება ევროპულ ღირებულებებთან და ევროკავშირის გზაზე საქართველოს ხელმძღვანელობის ხელშია", - წერია განცხადებაში.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE