მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გასულ თვეში უცხო ქვეყნის 100 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - შსს - 02 სექტემბერი 2025

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს სხვა შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით გასული თვის განმავლობაში საქართველოდან უცხო ქვეყნის 100 მოქალაქის გაძევება განხორციელდა.

შსს-ს ცნობით, აგვისტოს თვეში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად ქვეყნიდან გაძევებულ იქნა ერაყის, ეგვიპტის, თურქეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, იორდანიის, ირანის, სირიის, პაკისტანის, რუსეთის, კენიის, ლიბანის, აზერბაიჯანის, ბულგარეთის, ბანგლადეშის, ბელორუსის, ლიეტუვის, ნიგერიის, სომხეთის, ჩინეთისა და ყირგიზეთის, ჯამში, 100 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ყველა მათგანს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდა.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. დეპარტამენტის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

წყარო: "პირველი არხი"

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE