მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სამედიცინო ბაზრის მონიტორინგის მიზანია, გავარკვიოთ, რას უკავშირდება ფასების ზრდა - ირაკლი ლექვინაძე - 20 სექტემბერი 2025

სამედიცინო მომსახურების ბაზრის მონიტორინგი რამდენიმე მიზეზით დაიწყო, ერთ-ერთი იყო ფასების დინამიკა, ფასები დაახლოებით 26%-ით არის გაზრდილი. ეს ეხება როგორც კონსულტაციებს, ისე სხვადასხვა სამედიცინო სერვისს, – ამის შესახებ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, GCCA-ს მიზანია, გაარკვიოს, რას უკავშირდება ფასების ზრდა.

„მაგალითისთვის რომ ავიღოთ ექიმთან კონსულტაციის მიმართულება, ბოლო წლებში საკმაოდ გაძვირდა. ჩვენი მიზანია, გავარკვიოთ, თუ რას უკავშირდება ფასების ზრდა, ხომ არ არის ეს ერთგვარი მცდელობა, ვინაიდან პაციენტებმა, მათ შორის DRG-ს დანერგვისა თუ სხვა მნიშვნელოვანი რეფორმების შედეგად, მიიღეს მნიშვნელოვანი დანაზოგი, ამ შემოსავლების გენერირება ხდებოდეს იქ, სადაც რიგ კლინიკებს ჯერჯერობით ამის რესურსი კიდევ გააჩნიათ“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის ფარგლებში 13 რეკომენდაცია გამოვეცით, საქართველოს მთავრობამ და ჯანდაცვის სამინისტრომ ზოგიერთი მათგანი დანერგა, მათ შორის ყველაზე შედეგიანი იყო რეფერენტული ფასები, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა მედიკამენტებზე ფასები, ასევე ჯენერიკულ-ელექტრონული რეცეპტები და ა.შ., რამაც მომხმარებლებს გაუჩინა შესაძლებლობა, მნიშვნელოვანი დანაზოგი გააკეთონ მედიკამენტებზე, – ამის შესახებ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დაჯარიმდა ოთხი კომპანია შეთანხმებულ ქმედებაზე ონკოლოგიურ მედიკამენტებთან დაკავშირებით.

„ჩვენ ოთხი კომპანია საკმაოდ სოლიდურად დავაჯარიმეთ შეთანხმებულ ქმედებაზე, ეს ეხებოდა ონკოლოგიურ მედიკამენტებს. ამასთან, იყო შემთხვევები, როდესაც ლარიანი, იმპორტით შემოტანილი მედიკამენტი 30 ლარად იყიდებოდა. დღეს ბაზარზე გვაქვს მნიშვნელოვანი წინსვლა ამ კუთხით. მედიკამენტებზე ფასნამატები იყო 180-200% და ისეთი ხარჯები იყო შეტანილი, როგორებიცაა, მაგალითად კონფერენციების ორგანიზება, ძვირადღირებულ სასტუმროებში განთავსება, სამკაულები, პლასტიკური ოპერაციები და ა.შ. ითხოვდნენ, ეს ყველაფერი ჩაგვეთვალა ხარჯებად. საუბარია ყველასთვის ცნობილ მედიკამენტზე, ეს იქამდე ხდებოდა, ვიდრე დაწესდებოდა რეფერენტული ფასები, ასეთი ტიპის პრაქტიკას ჰქონდა ადგილი“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

წყარო: "პირველი არხი"

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
ინტერვიუ ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის ტაძრის წინამძღვარ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილთან 
Video screenshot
ნოდარ მელაძის შაბათი - nodar meladzis shabati  
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE