მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
4-ში ვიწყებთ, 4-შივე ვამთავრებთ, ეს არის გარდაუვალი, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ - პაატა ბურჭულაძე - 28 სექტემბერი 2025

4-ში ვიწყებთ, 4-შივე ვამთავრებთ, ეს არის გარდაუვალი, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, – ამის შესახებ მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ განაცხადა.

როგორც ბურჭულაძემ აღნიშნა, ეს არ იქნება აქცია, ეს იქნება სახალხო კრება, სადაც განიხილავენ რამდენიმე საკითხს და ტექნიკურ მთავრობას დაასახელებენ.

„ერთადერთი პრობლემა, თითქოს, თვეების წინ იყო ის, თუ გამოვა იმდენი ხალხი, რაც საჭიროა და მე მგონი, რომ გამოდის იმდენი კი არა, იმაზე მეტი.

ეს არ არის აქცია. ეს არის ეროვნული კრება. ეროვნულ კრებაზე ჩვენ განვიხალავთ რამდენიმე საკითხს. ეს არის – გვინდა თუ არა საქართველოს მოქალაქეებს, რომ კონსტიტუციიდან გამომდინარე, ავიღოთ ხელში ხელისუფლება და ჩვენ გვეკუთვნოდეს ჩვენი ქვეყანა. მგონი, არავის ეჭვი არ ეპარება, რომ ყველანი ვიტყვით, რომ – კი. იმ  წუთიდან როგორც კი ამას ვუყრით კენჭს, იმ წუთიდან ჩვენ ვართ ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი. ამის შემდეგ, ვიღებთ ხელისუფლებას ხელში. საქართველოს მოქალაქემ უნდა აიღოს ხელში ამ ქვეყნის მართვა.

აუცილებლად უნდა დავნიშნოთ დროებითი, ტექნიკური მთავრობა, რომელიც ჩაიბარებს ამ ქვეყანას და იქნება პროფესიონალებით აღჭურვილი და რაც მთავარია, პატიოსანი ხალხით, რადგან ეს დიდი იშვიათობა გახდა დღეს. აუცილებლად უნდა დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და იქ ვინც გაიმარჯვებს, ის პოლიტიკური პარტია იქნება მმართველი“, – განაცხადა ბურჭულაძემ.

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
ინტერვიუ ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის ტაძრის წინამძღვარ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილთან 
Video screenshot
ნოდარ მელაძის შაბათი - nodar meladzis shabati  
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE