მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
"ვერ ხვდებიან, რომ ჩვენს დაჭერას მხოლოდ გაძლიერება მოაქვს ჩვენთვის" - საბა სხვიტარიძე გელა ხასაიას დაკავებაზე - 02 ოქტომბერი 2025

"გავიგე, რომ განყოფილებაში ჩემი სახელი უხსენებიათ გელასთვის... ვერ ხვდებიან, რომ ჩვენს დაჭერას მხოლოდ გაძლიერება მოაქვს ჩვენთვის," - ამის შესახებ სინდისის პატიმარი, საბა სხვიტარიძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს და კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრის, გელა ხასაიას დაკავებას ეხმიანება. 

ის გელა ხასაიას სოლიდარობას უცხადებს და გამძლეობას უსურვებს. 

გუშინ ჩემი მეგობარი გელა ხასაია შეუერთდა სინდისის პატიმართა რიგებს.

დიდხანია ვიცნობ გელას – იშვიათად თუ შეხვდები ისეთ გულანთებულ და სანდო ადამიანს, როგორიც ის არის.

ჩვენ ერთად ბევრი აქტივობა განვახორციელეთ.

დაპატიმრების დღიდან გელა გვერდიდან არ მოშორებია არც ჩემ და არც პატიმრების მშობლებს – აი, ასეთია გელა ხასაია.

დღეს კი რეჟიმმა ის დაატყვევა.

გავიგე, რომ განყოფილებაში ჩემი სახელი უხსენებიათ გელასთვის. როგორც ჩანს, ვერ მოვუნელებივარ ჩემ მწამებელ პოლიციელებს. ჰგონიათ, რომ ჩემი დაჭერით ან გელას დაჭერით რამეს დაგვაკლებენ. ვერ ხვდებიან, რომ ჩვენს დაჭერას მხოლოდ გაძლიერება მოაქვს ჩვენთვის. ამას ისინი ვერასდროს მიხვდებიან.

სოლიდარობას ვუცხადებ გელას და გამძლეობას ვუსურვებ.

Welcome to the club, bro," - წერს საბა სხვიტარიძე. 

ცნობისთვის, გუშინ, კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრს, გელა ხასაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

მას 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება. აქტივისტს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა და მას ახლა ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას ედავება.   

წყარო: "ტვ პირველი"

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
ინტერვიუ ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის ტაძრის წინამძღვარ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილთან 
Video screenshot
ნოდარ მელაძის შაბათი - nodar meladzis shabati  
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE