მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში - 03 ოქტომბერი 2025

 

შშმ გოგონა, ძმას და დედას მოჰყავდა ჩვენთან, მოტივირებულმა გელ-ლაქი ძალიან კარგად შეისწავლა და ახლა სოფელში მუშაობს - მარტო ეს შემთხვევა მთელი პროექტის წარმატებად გვექნებოდა“

ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრიის ადგილია, სადაც ადგილობრივი ქალები ბავშვობის ოცნებებს იხდენენ. ამ კეთილ საქმეში ორგანიზაციას გვერდში უდგას „CENN“ (კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელი), ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. ცენტრში მიღებულ პროფესიულ ცოდნა-უნარებს ქალები პრაქტიკულ ცხოვრებაში იყენებენ, შემოსავლის წყაროს იჩენენ და ავითარებენ.  

ევროკავშირის მხარდაჭერილ პროექტსსამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისთვის ფარგლებში“ „სენიპარტნიორ ორგანიზაციასთან, „ქვემო ქართლის მედიასთანთანამშრომლობით ახორციელებს. პროექტი მოიცავს ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთს მუნიციპალიტეტებს  - მარნეული, თეთრიწყარო, დმანისი, გარდაბანი, ბოლნისი, წალკა, ახალციხე და ნინოწმინდა. „სენისმიერ ორგანიზებული ორდღიანი მედია-ტურის ფარგლებში ორივე რეგიონი მოვინახულეთ და მიღწეულ შედეგებს გავეცანით. 

ამჯერადბოლნისის ზრდასრულთა განათლებისცენტრის საქმიანობაზე მოგიყვებით. სამკერვალო ოთახი ისე გემოვნებიანად არის გაწყობილი, რომ დილეტანტს მანქანასთან დაჯდომა და ბალიშისპირების კერვა მოგინდება. სჯობს ნემსის ყუნწში ძაფის გაძვრენის ცოდნით შემოვიფარგლოთ და აქაურ ქალბატონებს მოვუსმინოთ.

სოფელ დისველის მკვიდრი ჟუჟუნა აბულაძე (აჭარიდან ეკომიგრანტი) გვეუბნება, რომ  აქამდე გაჭირვებულმა ცხოვრებამ მოიყვანა: „ჭრა-კერვის ტრენინგზე მოსულები საკერავ მანქანასთან დავრჩით. კვირაში ერთი სამსაათიანი გაკვეთილი გვაქვს. ერთი და იგივე ოჯახური რუტინიდან თავის დაღწევა, სხვა საქმით დაკავება მინდოდა. ისე შემიყვარდა ჩემი საკერავი მანქანა, სულ ვუცდიდი როდის მოვიდოდა მეცადინეობის დრო“.

მისივე აღიარებით, ცენტრში ბევრის სწავლა უნდა, ცოტა არ იყოს რცხვენია სახლში თქვას ამის შესახებ: „55 წლის ქალი ვარ და მეტყვიან - ახლა კიდევ დამატებით იარე და ისწავლე-იკუნტრუშეო. ვხუმრობ, მაგრამ ხომ იცით ყველა ხუმრობაში... გაგებით კი ხვდებიან, მაგრამ სოფელში შვიდსულიანი ოჯახი, შვილიშვილები, ძროხა-ქათამი მყავს და მათაც მოვლა სჭირდებათ“.

მიღწეულ შედეგებზე ჟუჟუნა გვიყვება, რომ მაგიდის გადასაფარებლების კარგად გაკეთება, თეთრეულის, ჩანთების შეკერვა ისწავლა, რაც ყოველთვის საჭირო უნარია: „მაგალითად, ნაყიდი დივნის გადასაფარებელი არ მომეწონა, დავშალე ჩემს გემოზე შევკერე. მანამდე წესიერად ნემსის აგებაც არ ვიცოდი. აქ უფრო გავხალისდი, პროფესიულად გავიზარდე. ვინმეს შესაკერი რომ ექნება, პატარა ბავშვივით მივვარდები, მომეცი, მე შეგიკერავ-მეთქი. ცენტრს ამაზე მეტი რა უნდა მოეცა?“

მისივე თქმით, ძალიან კარგი იქნებოდა ბენეფიციარებს ტექნიკა ემსახურებოდეთ, ბოლნისში ჩამოიყვანოს და აიყვანოს: „კვირაში ერთს კი არა, ოთხ-ხუთ გაკვეთილს ჩავატარებდით. ახლა მწირი საშუალებებით ვმოძრაობთ. ცენტრსაც საშუალება არ აქვს ამოვიდეს სოფელში და  გახსნას სამკერვალო. სოფლის ქალებს ბევრის კეთების სურვილი აქვთ, შესაძლებლობა არანაირი. ახლა სამნი მოვდივართ, სურვილი გაცილებით მეტს აქვს“.

თანასოფლელი ნარგული კახაძე ქართული ენისა და ლიტერატურის  წამყვანი მასწავლებელია. დისველში ოთხი ოქროს მედალოსანი მოსწავლე ჰყავს, ყველამ უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარა:

სოფელში სამკერვალო ჯგუფისთვის ტრენინგი ჩატარდა, რითაც ბავშვობის ოცნება ავიხდინე. ძალიან კარგი პედაგოგი გვყავს - იზა მელიქიძე. აქ სამ საათამდე უნდა ვყოფილიყავით, მინიმუმ 5 საათამდე ვრჩებოდით - ყველა დეტალს უმაღლეს დონეზე გვასწავლიდა. კარგად ავითვისეთ.

მაგ; თეთრეულს კარგად ვამუშავებთ. ვიცით როგორ უნდა გავკეროთ შიდა თუ გარე პირი, სწორი ხაზი გავავლოთ. ჩანთების შეკერვა სულ დეტალებში აგვიხსნა და გვასწავლა. ასევე, რამერებსაც ძალიან კარგად ვაკეთებთ“.

მისივე თქმით, ცხრანი ქალიდან კურსზე სამნი დარჩნენ: „მთავარი პრობლემა, სოფელში არანაირი ტრანსპორტი არ მოძრაობს. წამოსასვლელად შეიძლება კერძო მანქანაც ვერ ნახო. მაინც ვცდილობთ აქამდე მოვაღწიოთ და ვისწავლოთ“.

კითხვაზე, სამი თვის განმავლობაში მის ცხოვრებაში რა შეიცვალა, ნარგული გვეუბნება, რომ მიღწეული შედეგით აუცილებლად შეიძენს საკერავ მანქანას და საკუთარი ხელით შეკერავს ოჯახისთვის თეთრეულს, ფარდებს თუ სხვა:

მეზობლებსაც მოვემსახურებით, ფარდის გასაკერად ქალაქში წასვლა აღარ დაგვჭირდება. ხულოდან 89 წლის ეკომიგრანტები ვართ. დედაჩემი მკერავი იყო. პატარაობისას სულ ვპარავდი რაღაცებს და ჩემით ვმუშაობდი. აქეთ გადმოსვლისას საკერავი მანქანის საშუალება არ გვქონდა. ბავშვობის ოცნებად მქონდა საკერავი მანქანის გამოყენება მესწავლა. სკოლის შემდეგ შაბათ-კვირას მაქსიმალურად გამოვიყენებდი, ახალი ცოდნის მიღება არასოდეს არის დაგვიანებული“.

მარიკა ბილვანიძე ცხრა წელია დისველში გამოთხოვილია, სამი შვილის დედაა. ასევე ოცნებობდა სახლში ფარდა, თეთრეული, გადასაფარებლები საკუთარი ხელით შეეკერა: „ამ კურსის გაგონებისთანავე სიხარულით მოვედი. იზა ყველაფერს ერთი ახსნით გვაგებინებდა, პროფესიონალია“. 

მისივე თქმით, აქამდე ჭრა-კერვაში მოყვარულის დონეზე იყო, სურდა სახლისთვის ყველაფერი თავად გაეკეთებინა ხარისხიანად: „საკერავ მანქანასთან შეხება არც მქონია, ჩემს თოჯინას რაღაცებს ხელით ვუკეთებდი. ცენტრში ნასწავლს ოჯახისთვის და ახლობლებისთვის გამოვიყენებ“.

მარიკა გვიყვება, რომზრდასრულთა განათლების ცენტრშითბილი გარემო, პედაგოგები დახვდნენ: „ოჯახურ სივრცეში მოსვლა გსიამოვნებს. კურსზე არ გავჩერდები, გელ-ლაქზე ჩავეწერე და სწავლა უკვე დავიწყეთ. შემდეგ ბუღალტერიის კურსს გავივლი. ამ ხალხთან ურთიერთობის გავაგრძელებ, ჩვენიანები არიან“.

მასაც სურს სოფელს ტრანსპორტი გამოეყოს: „დისველში სამოძრაოდ შიდა გზაც არ არის გაკეთებული. არავინაა თანახმა სოფელში ტრანსპორტზე იმუშაოს. მოსასვლელად ხუთი ქალი კერძო ტრანსპორტს ვქირაობდით. ასეთ მანქანასაც სულ ვერ ნახავ. ახლა გელ-ლაქზე გვსურს ორ გოგოს სიარული და იმაზე ვნერვიულობთ, შაბათს რით მოვაღწევთ“.

იზა მიქელაძე ჭრა-კერვის მასწავლებლად ცენტრის დაარსების დღიდან მუშაობს. გვეუბნება, რომ ქალები ერთმანეთს ცოდნას უზიარებენ: „პირველად სოციალურად დაუცველთა ჯგუფი გვყავდა - ეკომიგრანტები, მრავალშვილიანები და .. ისეთებიც გვყავდნენ, საკერავ მანქანასთან შეხება არ ჰქონიათ. პროგრამიდან ყველაფერი სრულად აითვისეს. მონდომებულებს არცერთი გაკვეთილი არ გაუცდენიათ“. 

მისივე თქმით, უტრანსპორტობის მიუხედავად, ქალები მაინც ახერხებდნენ ჩამოსვლას და სამ საათზე მეტხანს ჩერდებოდნენ: „სურთ სოფელში შექმნან ცენტრი, ერთი-ორი მანქანა ჰქონდეთ და იმაზე იმუშაონ, რაც აქ შეისწავლეს. ვიმედოვნებ პროექტს გააკეთებენ, დაფინანსებას მიიღებენ და სოფელში პატარა სამკერვალო ექნებათ; სადაც სოფლის ქალები დასაქმდებიან და გაძლიერდებიან“.

იზა გვაჩვენებს ბენეფიციარების შექმნილ ნივთებს, თუ რამხელა პროგრესია: „ეს ყველაფერი შექმნილი პროდუქციის რეალიზაციაში გადაიზრდება. სწავლის პროცესში ნაჭრის მთლიანი რულონიც შეიძინეს და კერვა დაიწყეს. პატარა სამკერვალოს გახსნა სწორედ ამისთვის უნდოდათ, რომ ადგილზე შეეკერათ და გაეყიდათ. ეს საქმე საფეხურებიანია, ამხელა მონდომებით შეძლებენ კიდევაც“.

იზა გვეუბნება, რომ ერთ ჯგუფში ცხრა მოსწავლეა, დამატებით შეუძლიათ მიღება, რისთვისაც საკერავი მანქანებიც აქვთ: „კურსი სამთვიანია. თავიდან საათნახევრიანი გაკვეთილი გვინდოდა, დრო იმდენად სწრაფად გადიოდა სამსაათიანი გვახადეთ, ხშირად ესეც არ გვყოფნის. ყველა ჯგუფით კმაყოფილი ვარ. აგერ ნახეთ რა ხარისხიან ჩანთებს კერავენ, შიგნიდანაც ლამაზებია. ერთი მცირე ნივთით ვიწყებთ და ვცდილობთ საქმე ძალიან კარგად შევისწავლოთ“. 

ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრისდირექტორი ირმა ზურაბაშვილი გვეუბნება, რომ ორგანიზაცია 5 წელია დაფუძნებულია გერმანულიდვვ ინტერნეიშენალისმიერ. მისივე თქმით, 2023 წელს ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრად დაასახელეს და ბროლის ჯილდო გადასცეს:

ჩვენი მისია ბოლნისის მოსახლეობის მხარდაჭერა, ხარისხიანი სერვისების მიწოდებაა. დევიზი - სწავლა მთელი სიცოცხლის მანძილზე. ასე უხუცესმა მოსწავლემ, ბიოლოგიის მასწავლებელმა მინანქარზე მუშობა ისწავლა. მსმენელებიც მოგვემატა. კურსების გარდა ცენტრში სხვა საზოგადოებრივი აქტივობებიც ტარდება. აბსოლუტურად ღია ვართ ყველასთვის, ვისაც ბოლნისში ღონისძიების ჩატარება სჭირდება.

სამი წლის განმავლობაში ცხრა პროექტი განვახორციელეთ. ერთი-ერთი ბოლო პროექტიანაბიჯი განვითარებისკენ - ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების შესაძლებლობების გაძლიერება პროფესიული და ციფრული უნარების განვითარების გზით“. ცხრა თვეს გაგრძელდა. იყო შემთხვევა, დმანისის მუნიციპალიტეტიდან ქალმა მთხოვა და როგორც სოციალურად დაუცველი გელ-ლაქის სასწავლო კურსზე ავიყვანეთ. ასეთ კარგ შესაძლებლობას როგორ არ მივცემდით?

აღვნიშნავ, რომ ვინც ჩვენთან გელ-ლაქი ისწავლა, შემდგომში თვითდასაქმებულები გახდნენ. „სენისადგილობრივმა კოორდინატორმა ქვემო ქართლის რეგიონში მაცნობა, რომ სალონში გელ-ლაქზე ვაკანსიაა. გოგონებს შევთავაზეთ და მიპასუხეს - ჩვენ უკვე სახლში დავსაქმდით, შვილების გრაფიკზე მორგებული ვართ და სალონში არ გვინდაო; აქ უფრო მეტს გამოვიმუშავებთო. მოკლედ, კურსის გავლის შემდეგ არჩევანი თავისუფალი აქვთ. ხუთი შვილის დედა ვერა ბურნაძეც სახლში მუშაობს, ასე მირჩევნიაო“.

ქალბატონი ირმა განმარტავს, რომ პროექტის მიზანი ქალების ეკონომიკური გაძლიერებაა,  სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა რომ ჰქონდათ. მისივე თქმით, გელ-ლაქი და ჭრა-კერვა ისეთი პროფესიები არ არის, სხვაგან უფასოდ ისწავლებოდეს:

გელ-ლაქის სწავლა 1500 ლარი ღირს. მარნეულიდან გვყავს მოწვეული ამ საქმის პროფესიონალი ვერიკო კოდელაშვილი, უნიკალური ადამიანი და პედაგოგი, სულსა და გულს დებს საქმეში.

ჩვენი ერთი ამოცანა - ბოლნისის მცხოვრებთათვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია სოციალურ სერვისებზე, რასაც მუნიციპალიტეტი აკეთებს და ადამიანებმა არაფერი იციან. ყურმოკვრით გაუგიათ, მაგრამ ვისთან როგორ მივიდნენ და რა გააკეთონ, ამაზე ზუსტი მონაცემები არ აქვთ. ასევე, განცხადება როგორ დაწერონ ელემენტარულად - ესენი სოფლებში სიარულისას გავარკვიეთ.

მეორე - პროფესიული კურსები შეგვეთავაზებინა და ამით მხარდაჭერა გაგვეწია. ორი ჭრა-კერვის კურსი გაიარეს 3-3 თვიანი. გელ-ლაქის ერთი კურსი გავატარეთ და მეორე ახლა მიმდინარეობს. შაბათობით მიმდინარეობს. მოდელები სჭირდებათ გოგონებს, ზოგს დედამთილი მოჰყავს, ზოგს დედამთილის დედამთილი და ასე ხალისით მოვდივართ.

პროექტის დასრულების შემდეგ გადამზადებული 16 მონაწილის ბაზაზე შევქმნით სოციალურ საწარმოს, რომელშიც მევენახეებისთვის წინსაფრებზე იმუშავებენ. უკვე გვაქვს შესაბამისი მაკეტი. მარტო ამით არ შემოვიფარგლებით - გვექნება ჩანთები, ღვინის ბოთლის ჩასადები და ..

სოციალურ საწარმოში კვირაში დაახლოებით ორი-სამი საათი დასაქმდებიან. ნაწარმს შეკერავენ, გავყიდით და ელემენტარული შემოსავალი ექნებათ. მერე ისევ საწარმოში ჩავაბრუნებთ, ჩვენი ბიზნესი რომ განვავითაროთ. სოციალური საწარმოს ცენტრის ბაზაზე ჩვენივე გადამზადებული თანამშრომლები აამუშავებენ“. 

ირმა ზურაბაშვილი გვიყვება, რომ ასევე სოციალური მედიის შერეული კურსი და ოთხი ტრენინგი ჩაატარეს, - „სივის“, მოტივაციის  წერილის შედგენაზე, როგორ მოიქცნენ გასაუბრებაზე, როგორ მოძებნონ სამუშაო ადგილები და სხვ;

საჭირო ცოდნა-უნარები მივეცით. ელემენტარული წარმოება როგორ დაიწყონ, პირველი ნაბიჯები გადადგან. ასევე ეფექტური კომუნიკაციის ტრენინგი ჩავატარეთ. მოთხოვნის მიხედვითსივისწერის ტრენინგი ორჯერ გავიარეთ. გეგმაში სასწავლო ვიზიტებია. უპირველესად, ოქტომბერში მარნეულში ვერეკო კოდელაშვილთან ჩავიყვანთ ჯგუფს და კურსს უშუალოდ სალონში გავატარებთ.   

ჩვენი სამიზნე აუდიტორიაა - სოციალურად დაუცველები,  მარტოხელები, შშმ პირები, ადრეულ ასაკში დაქორწინებულები, მრავალშვილიანები, ეთნიკური უმცირესობა, მოწყვლადი ჯგუფის ქალბატონები. მაგალითისთვის, მონიტორინგისას სოფელ ბოლნისიდან ვნახეთ შშმ გოგონა, ძმას და დედას მოჰყავდა ჩვენთან. მოტივირებულმა გელ-ლაქი ძალიან კარგად შეისწავლა და ახლა სოფელში წარმატებულად მუშაობს. მარტო ეს შემთხვევა მთელი პროექტის წარმატებად გვექნებოდა.

და არამარტო ის, რომ ჩვენი კურსების დახმარებით ქალებმა ოჯახის რუტინას თავი დააღწიეს და ყოველდღე მადლობას მეუბნებიან, მკოცნიან. შენ გაიხარე სახლიდან რომ გამოვდივართ, ისე გვიხარია ცენტრში მოსვლა, ჩვენ ხომ აქ მთელი ცხოვრების ოცნებას ვისრულებთო - მეუბნებიან. „სენმადა ევროკავშირმა გაიხაროს, კარგი საშუალება რომ მოგვცა ქალებისთვის დასახმარებლად“.

პროექტის მენეჯერი ნინო თევზაძე განმარტავს, რომ ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტი 2022 წლიდან მიმდინარეობს. მისივე თქმით, ძირითადი არსი სამოქალაქო სექტორის გაძლიერება, დიალოგის ხელშეწყობაა იმისთვის, რომ სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაუმჯობესდეს, სამიზნე ჯგუფებს ეფექტურად მიეწოდოს:

„ორივე რეგიონში დაახლოებით 20-მდე ქვეგრანტი განხორციელდა. სოციალური მომსახურების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე იყო მიმართული. გამოვლინდა, რომ ერთი მხრივ სერვისები არსებობს, მაგრამ რიგ შემთხვევაში მოსახლეობას ინფორმაცია არ აქვს, რაც განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებში  შეინიშნება. სამწუხაროდ, სერვისები კვლევებზე დაყრდნობით ნაკლებად იქმნება. გვსურდა ჩვენი კვლევებით ისეთი სერვისები შეგვექმნა, რომლებიც ამ რეგიონებისთვის, მუნიციპალიტეტებისთვის მნიშვნელოვანია“.

აქვე ნინო რამდენიმე პროექტს ასახელებს, რომლებსაც ორი დღის განმავლობაში მედია ტურის ფარგლებში ვეწვიეთ.

ახალციხეში „60+ სოციალური ინტეგრაციის ცენტრიხანდაზმული ადამიანების სოციუმში რეინტეგრაციას, გააქტიურებას ისახავს მიზნად. პროგრამა ფსიქოლოგიური და იურიდიული კონსულტაციების მიწოდებასაც ითვალისწინებდა. ასევე თემატურ ტრენინგებსა და სემინარებს, თავი სოციუმის ნაწილად ეგრძნოთ და აქტიურები ყოფილიყვნენ.

მეორე პროგრამა აუტიზმის ადრეული ნიშნების ამოცნობას, საბავშვო ბაღებში აღმზრდელების გადამზადებას ემსახურებოდა. 22 ბაღის 50-მდე პედაგოგი დატრენინგდა იმისთვის, რომ ერთი მხრივ აუტიზმის ადრეული ნიშნები ამოეცნოთ და ბენეფიციარები მიზნობრივ სერვისებში გადაემისამართებინათ; მეორე  მხრივ, თავად ასეთ ბავშვებთან მუშაობის კომპეტენცია ჰქონოდათ. ასევე, ეს 22 ბაღი შესაბამისი სენსორული სათამაშოებით აღიჭურვა.

მესამე პროექტი ისევ ახალციხეში - ქცევის გამოყენებით ანალიზზე დაფუძნებული თერაპიის (ABA) პოპულარიზაციას და ხარისხიან მიწოდებას ითვალისწინებდა. მშობლებთან მუშაობას მიდგომის პოპულარიზაციისთვის, სპეციალისტების დატრენინგებას, სერვისის უფრო ეფექტურად მისაწოდებლად. სამივე პროექტი სერვისის ადგილზე მიღებას ემსახურებოდა; რადგან რიგ შემთხვევაში ხელმიუწვდომელია.

ქვემო ქართლში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამას ვეწვიეთ - აქცენტია მოწყვლად ეკომიგრანტებზე, ძალადობის მსხვერპლ, სოციალურად დაუცველ ქალებზე, ვისთანაც აქტიურად ვმუშაობთ. 50-ქალამდე არის შერჩეული, რომლებიც პროფესიულ უნარებს ეუფლებიან. მათ შორისაა ჭრა-კერვის, გელ-ლაქის შესწავლა, ასევე ციფრული უნარები; რაც მათ დამოუკიდებლად შემოსავლის მიღებაში დაეხმარება. ეს განვითარება  შვილებზეც პოზიტიურად მოქმედებს.

პროექტის დასრულების შემდეგ ჭრა-კერვის კურსდამთავრებულები სოციალურ საწარმოს დააფუძნებენ, დამოუკიდებლად, პროგრამის მიღმაც მუშაობას გააგრძელებენ. შექმნილი სქემით თითოეული მცირე ფინანსურ წვლილს შეიტანს, რომ შემდგომში სხვა დაუცველსაც მსგავსი კურსი გაიაროს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ყიზილაჯლოს საკვირაო სკოლას ვესტუმრეთ. ასევე ევროკავშირის დაფინანსებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი პროგრამის შემდეგაც  გაგრძელდება. ეთნიკური უმცირესობის 6-7 წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ ქართული როგორც მეორე მშობლიური ენა შეისწავლონ, სკოლისთვის მზაობაში დაეხმარება. პროექტის მნიშვნელოვანი კომპონენტი მშობელთა კლუბის ჩამოყალიბებაა, სადაც მიეწოდება სწორი ინფორმაცია, რატომაა მნიშვნელოვანი სკოლისთვის მზაობაროგორ დაეხმარონ ბავშვებს და ზოგადად, ქართული ენის ათვისება რამდენად მნიშვნელოვანია როგორც მათთვის, ასევე ბავშვებისთვის.

მსგავსი პროექტები სხვა მუნიციპალიტეტებშიც განხორციელებულია. მაგალითად, დმანისში ადრეული განვითარების ცენტრი შევქმენით. ასევე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პროექტებმა ბენეფიციარებს საშუალება მისცა საჭირო მომსახურება ადგილზე მიეღოთ. ყველა პროექტის მნიშვნელოვანი კომპონენტი მოსახლეობასთან მუშაობაა; ინფორმაციას ვაწვდიდით როგორც მუნიციპალურ, ასევე ცენტრალურ სოციალურ სერვისებზე და იმაზე, როგორ შეიძლება მიიღონ. ეს ყველა პროექტის გამჭოლ აქტივობას შეადგენდა“, - ამბობს ნინო თევზაძე.

სენისმიერ სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტები დროთა განმავლობაში კიდევ ბევრ კეთილ ნაყოფს გამოისხამს. უაღრესად მნიშვნელოვანი საქმე და პროცესია, როდესაც სოფლადჩაკეტილიადამიანები სახლიდან გამოსვლას ახერხებენ, სოციუმში აქტიურდებიან, ცხოვრებას სრულფასოვნად აგრძელებენ. ამიტომ მსგავსი პროექტები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, კიდევ უფრო გაფართოვდეს-განვითარდეს, ისევ და ისევ საერთო საქმის, ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

გელა მამულაშვილი

 

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE