მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მოღალატეთა რეჟიმმა 15 უდანაშაულო, მშვიდობიანი დემონსტრანტი დააკავა, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის” ოთხი წევრი, რეჟიმის ამოცანაა პატრიოტების დაშინება - „ნაციონალური მოძრაობა“ - 07 ოქტომბერი 2025

გუშინ საღამოს, რუს კრიმინალთა და მოღალატეთა რეჟიმმა 15 სრულიად უდანაშაულო, მშვიდობიანი დემონსტრანტი დააკავა, მათ შორის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოთხი წევრი: ალექსანდრე ხაბეიშვილი, სერგო მეგრელიშვილი, აბო ნავერიანი და კახა მჟავანაძე. რეჟიმის ამოცანაა პატრიოტების დაშინება, მაგრამ არ ესმით, რომ ქართველი ხალხი არასდროს შეეგუება რუსულ მმართველობას, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” განცხადებაშია აღნიშნული.

„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, შეთითხნილი ბრალდებით უდანაშაულო პატრიოტების რეპრესიები გრძელდება.

„რეჟიმის ამოცანაა პატრიოტების დაშინება, რათა მათ საქართველოს რუსეთის მარიონეტული რეჟიმისგან გათავისუფლებისათვის ბრძოლა შეწყვიტონ.

მათ არ ესმით, რომ ქართველი ხალხი არასდროს შეეგუება რუსულ მმართველობას, არასდროს შეეგუება კრიმინალთა ბანდის მიერ საქართველოს მისაკუთრებას.

მშვიდობიანი ბრძოლა გაგრძელდება და ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება!

სოლიდარობა და თანადგომა რეჟიმის ყველა პოლიტიკურ პატიმარს!

დიდება საქართველოს!” – წერია განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, 4 ოქტომბრის მოვლენების გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველების მიერ იდენტიფიცირებულია დანაშაულში მონაწილე 15 პირი, საიდანაც უკვე დაკავებულია 13, კიდევ ორი მიმალვაშია.

წყარო: "პირველი არხი"

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE