მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„ვარდების რევოლუციის“ კოპირება არ გამოვა - მიხეილ სააკაშვილი - 15 ოქტომბერი 2025

სახალხო კრებაზე მოვიდა ბევრი ისეთი ადამიანი, რომელიც ჯენზის აქციებზე არ დადიოდა და ეს ხალხი გამბედაობისთვის იმსახურებს დიდ მადლიერებას, თუმცა ნაკლებად იყო წარმოდგენილი ჯენზი, რომელიც ყველაზე ბრძოლისუნარიანია, ესე იგი, არასაკმარისად ვიმუშავეთ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი წერს, ახლა ეს ყველაფერი სასწრაფოდ შესავსებია.

„ივანიშვილი და მისი სატელიტები 4 ოქტომბერზე იმიტომ არიან გაბრაზებული, რომ სწორედ სახალხო კრებამ შეძლო „არჩევნების“ ბოიკოტირების მიღწევა. რა თქმა უნდა, არასწორი გათვლა იყო „ვარდების რევოლუციის“ მაგალითის კოპირება, როგორც არაა სწორი, როცა გენერლები იბრძვიან წინა ომის სცენარით. თან „ვარდების რევოლუცია“ რამდენიმე წელი სკრუპულოზურად მზადდებოდა. როგორც „ვარდების რევოლუციის“ ორგანიზატორი, ვაცხადებ, რომ არ გამოვა ზუსტად კოპირება. ბევრი რამ მოხდება სპონტანურად, თუმცა ამ სპონტანურობასაც მომზადება სჭირდება. სახალხო კრებაზე მოვიდა ბევრი ისეთი ადამიანი, რომელიც ჯენზის აქციებზე არ დადიოდა და ეს ხალხი გამბედაობისთვის იმსახურებს დიდ მადლიერებას, თუმცა ნაკლებად იყო წარმოდგენილი ჯენზი, რომელიც ყველაზე ბრძოლისუნარიანია. ესე იგი, არასაკმარისად ვიმუშავეთ სოციალურ ქსელებში, ბოლომდე სწორედ ვერ ჩამოვაყალიბეთ მიზანი. ახლა ეს ყველაფერი სასწრაფოდ შესავსებია, ვინაიდან ბევრი დრო არ გვაქვს. გამარჯვება დარჩება ქართველ ხალხს!“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE