- ყოველწლიურად ათასობით ქართველი სტუდენტი სწავლობს უცხოეთში, მათი ნაწილი იმ გრანტებით, რომელიც ამ რუსულმა რეჟიმმა აკრძალა.
გუშინ სიბნელის კორიანტელი აფრქვია კობახიძემ განათლების სამომავლო რეფორმასთან დაკავშირებით. ყველაზე აბსურდული ის განცხადება იყო, რომელიც უცხოეთში ჩვენი სტუდენტების სწავლებას ეხებოდა. ვისაც საზვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებში უნდათ სწავლა, სკოლის ბოლო, 12-ე კლასი უცხოეთში შეუძლიათ დაამთავრონ, რადგან საქართველოში 11 კლასიან სწავლებაზე უნდა გადავიდეთო. ასეთი ატესტატით საზღვარგარეთ მართლაც შეუძლებელი იქნება სწავლა. თანაც დააყოლა, რომ უცხოეთში ბევრი ქართველი სტუდენტის ყოლა პრობლემებს უქმნის ქვეყანას, იქ რჩებიან სწავლის შემდეგო.
მილიონზე მეტმა ჩვენმა მოქალაქემ დატოვა ქვეყანა “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში, ძირითადად ახალგაზრდებმა. ამავე პერიოდში უკან დაბრუნდა დაახლოებით 700 ათასი კაცი. ემიგრანტის სტატუსით იქ დარჩა საცხოვრებლად 315 ათასი ჩვენი მოქალაქე. კახეთის მოსახლეობაზე მეტი ადამიანი ფაქტობრივად გაქრა ქვეყნიდან ამათი მმართველობოს პერიოდში და ეს მავნე ხელისუფლება უცხოეთში განათლების მიღების შესაძლებლობას უკარგავს ახალგაზრდებს იმ მოტივით, რომ მერე იქ დარჩებიანო. ქვეყანა სიღარიბის გამო იცლება და არა სწავლის სურვილის გამო.
ეს რუსული რეჟიმი უკვე თალიბანს ემსგავსება, რომელსაც ბნელი ეკლესიაც უმაგრებს ზურგს. თალიბანი სამოქალაქო-რელიგიური ნაჯვარია. ის, რაც ახლა ქვეყანაში ხდება, ეკლესიიდანაც არის მხარდაჭერილი. განათლების ამ ბნელი რეფორმის მაქებრებიც პირველები ისინი იქნებიან, - წერს ყოფილი პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე "ფეისბუქში".