მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
გააზრებულ მონობას დროებითი დისკომფორტი, პატიმრობა განუზომლად ჯობია - ელენე ხოშტარია - 20 ოქტომბერი 2025

ადამიანი თავისუფლებას მაშინ კარგავს, როდესაც სრულიად უსამართლო, აბსურდულ წესებს, ანუ უკანონობას აღიარებს და ემორჩილება. ჩვენ თავი რომც მოვიტყუოთ და დავიჯეროთ, რომ ნიღბის ტარება, რუსთაველზე მშვიდობიანად გამოსვლა, დარბეული ადამიანებისთვის აირწინაღის შეძენა, ფლომასტერით ბანერზე სიმართლის დაწერა დანაშაულია, მაშინ საკუთარი ნებით უნდა ვთქვათ უარი თავისუფლებაზე. ეს გააზრებული მონობაა, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ხოშტარია წერს, „გააზრებულ მონობას დროებითი დისკომფორტი (პატიმრობა) განუზომლად სჯობია“.

„კიდევ ერთი იდეა, რომლის მნიშვნელობასაც „ქოცი“ ვერ იგებს – სოლიდარობაა. მარტოობა არა საკანში ყოფნა, არამედ თანაგრძნობის არარსებობაა, ადამიანებთან შინაგანი კავშირის გაწყვეტაა. ჩვენ, მოქალაქეებს, მთავრობა თანაგრძნობისთვის არ გვჭირდება. მათ სჭირდებათ თანაგრძნობის უნარი, რომ ადამიანებად იგრძნონ თავი. როდესაც არ გაქვს უნარი სოლიდარობით გამოწვეული სიხარული შეიგრძნო, სამუდამოდ უბედური ხარ. ჩვენ, შეიძლება, ზოგჯერ შეგვეშინდეს, ეს ადამიანურია; ზოგჯერ დავიღალოთ ან სევდა შემოგვაწვეს და ესეც ადამიანურია, მაგრამ სწორედ ამის დაძლევა და წინ წასვლაა ბრძოლა, რომლის საოცარი უნარი ხალხმა უკვე აჩვენა. სოლიდარობა ყველა პოლიტპატიმარს! ბოლომდე!“ – წერს ელენე ხოშტარია.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE