მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რომან გოცირიძის მიმართვა Emaar ფონდის სახელის არასწორად გამოყენებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის შესახებ - 05 ნოემბერი 2025

- მიმართვა: 

საქართველოს მთავრობისა და პროპაგანდისტული სამთავრობო მედიის მიერ Emaar ფონდის სახელის არასწორად გამოყენებისა  და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის შესახებ 

ადრესატი:

არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობა,

Investment Corporation of Dubai (ICD),

Emaar Properties PJSC. 

მოგმართავთ ღია წერილით, როგორც საქართველოს მოქალაქე, რომელიც შეშფოთებულია იმით, თუ როგორ არასწორად და არაკეთილსინდისიერად გამოიყენება ემირატების სახელმწიფო ფონდის,  Emaar Properties-ის სახელი საქართველოში მიმდინარე საინვესტიციო დისკუსიებში.

საქართველოს ხელისუფლება და მასთან დაკავშირებული მედია უკვე რამდენიმე კვირაა ავრცელებს ინფორმაციას და ეწევა არაკეთილსინდისიერ რეკლამას, თითქოს Emaar ფონდი, ანუ ემირატების სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საინვესტიციო ჯგუფი, აპირებს საქართველოში 6,6 მილიარდი დოლარის ინვესტირებას.

საერთაშორისო და საჯარო წყაროებით დადასტურებულია, რომ აღნიშნულ პროექტს ახორციელებს კერძო კომპანია Eagle Hills, რომელიც არ არის Emaar Properties-ის შვილობილი კომპანია და არც რაიმე სამართლებრივი კავშირი აქვს მასთან. ორივე კომპანიას მხოლოდ ერთი საერთო ფიგურა აერთიანებს — ბატონი Mohamed Alabbar, თუმცა იურიდიულად ისინი სრულიად დამოუკიდებელი სტრუქტურებია.

სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება და პროპაგანდისტული მედია ამ ფაქტს იყენებს იმისთვის, რომ საზოგადოებაში შექმნას  ცრუ წარმოდგენა, თითქოს საქართველოში ინვესტიციებს ახორცირლებს ემირატების სახელმწიფო ფონდი და ემირატების მთავრობა.

ეს არის სიცრუე, რომელიც არა მხოლოდ ქართული და საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება, არამედ აზიანებს Emaar Properties-ისა და ემირატების სახელმწიფოს რეპუტაციას, რადგან მათი სახელი გამოიყენება პოლიტიკური პროპაგანდისა და შიდა პოპულისტური მიზნებისთვის, ასევე კომერციული რეკლამისათვის. 

გთხოვთ, როგორც ემირატების სახელმწიფო სტრუქტურამ და პასუხისმგებელმა კომპანიამ, შესაბამისი ნაბიჯები გადადგათ იმისათვის, რომ შეჩერდეს თქვენი სახელის არაკეთილსინდისიერი გამოყენება საქართველოში და გავრცელდეს ოფიციალური განმარტება ამ საკითხზე.

მიგვაჩნია, რომ დროული და ღია პოზიცია დაიცავს როგორც Emaar Properties-ის, ისე ემირატების სახელმწიფოს რეპუტაციას და შეაჩერებს ცრუ პროპაგანდას, რომელსაც  მოქალაქეები შეცდომაში შეჰყავს.

პატივისცემით,

რომან გოცირიძე

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი,

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, - წერს რომან გოცირიძე "ფეისბუქში".

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE