მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
უვიზო მიმოსვლა არის ხალხის საკუთრება და საფრთხე არ უნდა შეექმნას - ვიკა ფილფანი - 06 ნოემბერი 2025

ჩვენი დამოკიდებულებაა, რომ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა – ეს დიდი მონაპოვარი უნდა შეუნარჩუნდეთ. იმედი გვაქვს, უვიზო მიმოსვლას არანაირი საფრთხე არ შეექმნება, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ვიკა ფილფანმა განაცხადა.

მისივე თქმით, უვიზო მიმოსვლა არის ხალხის საკუთრება.

„ჩვენი გუნდი მუდმივად ვამბობთ, რომ უვიზო მიმოსვლა არის ხალხის საკუთრება და მას საფრთხე არ უნდა შეექმნას, რადგან ეს ხალხის მონაპოვარია. ვინც სხვანაირად ფიქრობს, სამწუხაროდ, ასეთი ადამიანები უპასუხისმგებლოები არიან. დიდი იმედი გვაქვს, ჩვენი პარტნიორები ამ ყველაფერს გაითვალისწინებენ და ამის ხარჯზე უვიზო მიმოსვლას არანაირი საფრთხე არ შეექმნება. ჩვენი დამოკიდებულებაა, რომ საქართველოს მოქალაქეებს ეს დიდი მონაპოვარი უნდა შეუნარჩუნდეთ. მოლოდინი გვაქვს, რომ ვიზალიბერალიზაცია არ შეჩერდება“, – განაცხადა ვიკა ფილფანმა.

"პირველი არხი"

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE