მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
იმ ბოდვას, რაც გუშინ მოვისმინეთ, მე საქმედ არ მივიღებ, მითუმეტეს, ამდენი ადამიანის დაკავებისა და ადვოკატების დატვირთულობის ფონზე, უარს ვაცხადებ ვინმე წარმომადგენდეს იმ შენობაში - ელენე ხოშტარია - 07 ნოემბერი 2025

- როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არანაირი შეხება ე.წ სასამართლო პროცესთან არც ერთი ფორმით არ მექნება. მე მყავს ორი არაჩვეულებრივი ადვოკატი შოთა  თუთბერიძე და ანა გახოკიძე, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში, არიან ჩემს გვერდით. 

ადვოკატი არის მაგრამ არ არის საქმე. იმ ბოდვას, რაც გუშინ მოვისმინეთ, მე საქმედ არ მივიღებ. მითუმეტეს, ამდენი ადამიანის დაკავებისა და ადვოკატების დატვირთულობის ფონზე, უარს ვაცხადებ, ვინმე წარმომადგენდეს იმ შენობაში (სასამართლოში). 

ჩემს პოზიციას ყველა საჯარო კითხვაზე შოთა და ანა გაახმოვანებენ. მადლობა მათ!

გუშინ გამომძიებლები რომ შემოვიდნენ ციხეში, ბადრაგი მოვიდა და გასვლაზე უარი ვთქვი. შემდეგ მომადგნენ საკნის კართან  და გავაგდე. არ შეისმინეს - კიდე გავაგდე. შემდეგ ზურგი შევაქციე და გავუშვი პუტინთან.

ბოლომდე!

რუსთავის ქალთა ციხე

07/11/2025, - წერს "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია "ფეისბუქში". 

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE