მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ქაჯი ორბანი და აქაური მოღალატეები ვერ ეღირსებიან უკრაინის დამარცხებას - რომან გოცირიძე - 08 ნოემბერი 2025

- ორბანმა ტრამპს რუსული ნავთობის და გაზის ერთი წლით შესყიდვის უფლება გამოსტყუა. თავი მოისაწყლა, ჩვენ ზღვა არა გვაქვს, მილსადენების გარეშე ვერ ვიარსებებთო. ერთ წელიწადში ზღვა გაჩნდება? 

უკრინის გამარჯვება უნგრელმა ქაჯმა შეუძლებლად ჩათვალა და მისი მოხდენის თეორიულ ალბათობას სასწაული უწოდა. იმ მეორემაც თავი უკატუნა, კი, მასეაო. 

უკრაინა გაიმარჯვებს. მისი მარცხი  ტერიტორიების დაკარგვაში არ გამოიხატება, ისევე როგორც რუსეთი გამარჯვება ტერიტორიების მიტაცებაში. მეორე მსოფლიო ომამდელ რუკას რომ შეხედო, შოკში ჩავარდები, ვერც კი წარმოიდგენ რა იყო და რა არის. პირველ მსოფლიო ომის პოლიტიკურ რუკაზე საუბარი ხომ აბსურდია. 

დღეს რუკაზე ევროკავშირია. 

ქაჯი ორბანი (სხვა სახელი ვერ მოვუგონე) და აქაური მოღალატეები ვერ ეღირსებიან უკრაინის დამარცხებას, რაც ჩვენი (და არა მხოლოდ ჩვენი) მარცხის ტოლფასი იქნება, - წერს ექსპერტი რომან გოცირიძე "ფეისბუქში".

შშ-მა უნგრეთი რუსულ ნავთობთან დაკავშირებით სანქციებისგან გაათავისუფლა, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ორბანის თქმით, უნგრეთს ყველაზე იაფი ენერგეტიკული ფასები ექნება.

უნგრული მედიის შეფასებით, ეს ცხადყოფს, რომ ქვეყანა შეძლებს, გააგრძელოს რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვა.

ამასთან, როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, აშშ სრულად მოხსნის სანქციებს უნგრეთში „როსატომის“ მიერ დაპროექტებული „პაკშ 2“-ის ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის წინააღმდეგ.

ორბანმა კოსმოსური და სამხედრო ინდუსტრიების თანამშრომლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს უნგრეთს ყველაზე ყოვლისმომცველ თავდაცვით იარაღზე წვდომას მისცემს, რომელიც ადრე „ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ იყო დაბლოკილი“.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE