მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რეპეტიტორობისა თუ სხვა დამატებითი შემოსავლისთვის ნებართვაც უნდა აიღოთ, კონტროლზეც იყოთ, კაპიკ-კაპიკ დაგითვალონ, ყველაფერს ვხედავთ და ვიცითო … ესაა ტოტალური კონტროლი! - ნინო კვიტაიშვილი - 09 ნოემბერი 2025

"ძვირფასო მასწებო, კი ასეა, თქვენ რეპეტიტორობისა თუ სხვა დამატებითი შემოსავლისთვის ნებართვაც უნდა აიღოთ, კონტროლზეც იყოთ, კაპიკ-კაპიკ დაგითვალონ, ყველაფერს ვხედავთ და ვიცითო … 

კი, ესაა ტოტალური კონტროლი!

ასეა საჭირო და იმიტომ!

ამავდროულად კი, პრემიერთან, სუს-ის უფროსთან, მინისტრებთან თუ მილიონები დევს სახლში მაგას რა უჭირს, ეგ ხომ “სემიჩკაა”…

სერიოზულად კი, თუმცა, მეტი სერიოზულად რაღა?!" - წერს სოციალურ ქსელში კოალიცია ცვლილებისთვის წევრი ნინო კვიტაიშვილი.

1 ნოემბრიდან ძალაში შევიდა ქართული ოცნების მიერ ინიცირებული ცვლილებები "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და სასამართლოების შესახებ კანონში", რომლის მიხედვითაც, საჯარო სექტორში დასაქმებულ მოქალაქეებს, გარდა მცირე გამონაკლისისა, ეკრძალებათ დამატებით ანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელება ხელმძღვანელის წერილობით თანხმობის გარეშე. კანონის დარღვევის შემთხვევაში, საჯარო მოხელეს სამსახურის დატოვება და საჯარო სექტორში მუშაობის 2-წლიანი აკრძალვა ემუქრება. მას ასევე ექნება აღებული ანაზღაურების დაბრუნების ვალდებულებაც.

"მთავარი არხი"

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE