მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ერთი ქალაქი ერთი უნივერსიტეტი ან ერთ უნივერსიტეტში ერთი სპეციალობა ისეთი აბსურდია, ამას იდეურად ქოცი ლექტორებიც კი ვერ აიტანენ - რომან გოცირიძე - 09 ნოემბერი 2025

- ევროპისა  და აზიის ყოფილი საბჭოთა კავშირის დაახლოებით 50 ქვეყნიდან სკოლებში  11 წლიანი სწავლება დღეისათვის  შემორჩენილია მხოლოდ 4 ქვეყანაში: რუსეთში, ბელარუსში, ყაზახეთში, აზერბაიჯანში, ნაწილობრივ ყირგიზეთში. ყირგიზეთმა დაიწყო ეტაპობრივი გადასვლა 12 წლიანზე, ყაზახეთიც ამას აპირებს სულ მალე. მხოლოდ 3 ქვეყანა დარჩება ამ დიდ რეგიონში, სადაც 11 წლიანი სწავლებაა. ისინიც გადავლენ, რადგან დასავლეთის უმაღლეს სასწავლებლებში პირდაპირ ჩარიცხვის საშუალება არა აქვთ სკოლადამთავრებულებს.  მათ ან სკოლა უცხოეთში უნდა დაამთავრონ, ან უცხოეთის უმაღლესი სასწავლებლების ერთწლიანი მოსამზადებელი კურსები უნდა გაიარონ ან მათივე ქვეყნის უნივერსიტეტებში უნდა ჩაირიცხონ და ერთი ან ორი წლის შემდეგ ეს ჩაეთვლებათ ატესტატად (რუსები ასე იქცევიან). 

რა სამეზობლოში აღმოვჩნდებით, კი ვხედავთ. 

თუ რატომ უხშობენ გზას ახალგაზრდებს ევროპული და ამერიკული განათლების მისაღებად, ამას გონივრული ახსნა არა აქვს. გავიდა უკვე ეს ხელისუფლება ყოველგვარი ადეკვატურობის საზღვარს. 

მალე სტუდენტური ბუნტი იფეთქებს. უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი, რომელიც 100 წელია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშია, “გეპეიში” გადააქვთ. 

ერთი ქალაქი ერთი უნივერსიტეტი ან ერთ უნივერსიტეტში ერთი სპეციალობა ისეთი აბსურდია, რომ ამას იდეურად ქოცი ლექტორებიც კი ვერ აიტანენ, - წერს რომან გოცირიძე ფეისბუქში. 

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE