მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
პარლამენტის წინ მოშიმშილეებს "ოცნების" მხარდამჭერები და ტროლბოტები უტევენ - 10 ნოემბერი 2025

ადამიანებს, ვინც 14 დღეა პარლამენტის წინ პროტესტის უკიდურესი ფორმით ითხოვს ახალ არჩევნებს და სინდისის პატიმრების გათავისუფლებას, "ოცნების" მხარდამჭერები და ტროლბოტები უტევენ. სოციალურ ქსელში მოშიმშილეების დისკრიმინაცია აქტიურად მიმდინარეობს, სადაც წერენ, რომ აქციის მონაწილეები, რეალურად, არ შიმშილობენ, - ინფორმაციას "ტვ პირველი" ავრცელებს. 

მოშიმშილეები ამბობენ, რომ დასამალი არავისთან არაფერი აქვთ და ითხოვენ, რომ ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა იქნას მობილიზებული, რომელიც აქციის მონაწილეებს ადევნებს თვალყურს.

მოშიმშილეების წინააღმდეგ იმატა პროვოკაციებმაც ცოტა ხნის წინ პარლამენტთან უცნობი პირი მივიდა და პროტესტის მონაწილეებს წინ ხურდები დაუყარა. ამის მიუხედავად, ადგილზე მყოფი ადამიანები ამბობენ, რომ პროტესტს ბოლომდე გააგრძელებენ.

ვიღაც ქალი მოვიდა და მოშიმშილეს ფეხებთან დაუყარა ფული. რას ნიშნავს ეს? ჯერ ერთი, დედა ხარ, ქალი ხარ, როგორ უნდა იკადრო? ვნ რაც არ უნდა დაგავალოს? ეს ხომ დავალებით მოვიდა? რა იყო, რისი სიმბოლო იყო, ვერ გავიგე. ვითომ ფულს გვიხდიან, რომ ვშიმშლობთ? ფულზე შიმშილობას ვერ შეძლებს ადამიანი, არ არსებობს ასეთი რაღაც. პროვოკატორი იყო. ხომ მივმართეთ, წარმომადგენელი გამოუშვით და მეთვალყურეობა დააწესეთ, რომ საეთი რამ არ მომხდარიყო, - ამბობს მოშიმშილე დარეჯან ცხვიტარია. 

გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ დღევანდელი ვითარება ხელისუფლების ლეგიტიმაციის სერიოზულ კრიზისს აჩვენებს და გამოსავალი მხოლოდ პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი, სამართლიანი არჩევნებია. 

ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ ის პოლიტიკური მოცემულობა, რაც მის გარშემო შეიქმნა, მას, უბრალოდ, ართმევს შესაძლებლობას, შედგეს როგორც დე ფაქტო ხელისუფლება, იმიტომ, რომ ის არალეგიტიმურია ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ და ასეთ მოცემულობაში მისი ფაქტობრივი შესაძლებლობები ძალიან შეიზღუდა. შესაბამისად, მგონია, რომ თუ გამოუშვებენ ყველა პოლიტპატიმარს და დანიშნავენ ახალ სამართლიან არჩევნებს, ეს დააბრუნებს ქვეყანას რაღაც პოლიტიკური განვითარების ჭრილში. სხვა შემთხვევაში, ქვეყნის მდგომარეობა სულ უფრო დამძიმდება და საზოგადოებაში ესკალაცია გაიზრდება, - ამბობს გედევან ფოფხაძე. 

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE