მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
პირველადი ჯანდაცვის სერვისების დროული მიღება აზღვევს ადამიანს იმ დაავადებებისგან, რომლის თავიდან არიდებაც შესაძლებელია - მიხეილ სარჯველაძე - 10 ნოემბერი 2025

პირველადი ჯანდაცვის რეფორმის საპილოტე ეტაპმა გაამართლა, ახლა ვაჯამებთ მიღებულ ინფორმაციას, შემდეგ კი გაკეთდება დასკვნები, რომ მომდევნო წლის დასაწყისიდან, შევძლოთ და რეალურ რეჟიმში ავამუშაოთ რეფორმა, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძემ პირველადი ჯანდაცვის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ამ ტიპის სერვისების დროული მიღება აზღვევს ადამიანს იმ დაავადებებისგან, რომლის თავიდან არიდებაც შესაძლებელია.

„შევკრიბეთ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, გვქონდა შეხვედრები სექტორის წარმომადგენლებთან, ძალიან საინტერესო მონაცემები მივიღეთ რასაც ახლა ვამუშავებთ – ფაქტორები, რომლებიც შესაძლოა, ეფექტიანობაზე ახდენდეს გავლენას, რა არის პირველადი ჯანდაცვის პოტენციალი და სხვა. ეს ყველაფერი ზედაპირზეა, შესაბამისად, გვაქვს შესაძლებლობა ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანები დავუსახოთ პირველად ჯანდაცვას. პირველადი ჯანდაცვა განსხვავდება მაღალტექნოლოგიური ჩარევებისგან, თუმცა თავისი მნიშვნელობით არ ჩამოუვარდება არც ერთ სხვა დარგს. ეს არის უპირველესი მნიშვნელობის დარგი, რომელმაც ყველაზე პირველადი, ყველაზე მთავარი, სწორად დაგეგმვის შესაძლებლობა უნდა მისცეს მოქალაქეს – როგორ უნდა გაიუმჯობესოს საკუთარი ჯანმრთელობა, როგორ აირიდოს თავიდან გარკვეული დაავადებები, ამის პირველი მრჩეველი არის პირველადი ჯანდაცვა. ეს არის სისტემა, რომელიც ერთის მხრივ დააზღვევს ადამიანს თავიდან არიდებადი დაავადებებისგან, მეორეს მხრივ, იქ სადაც საჭიროება წარმოიშობა, სწორი რჩევით, ზედმეტი სამედიცინო სერვისების მოხმარებისაგან დაიცავს მოქალაქეს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

"პირველი არხი"

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE