მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ამაყი ვარ, რომ „რუსული ოცნების“ დასანქცირებაში ჩემი წვლილიც არის, იმ სირცხვილის კომპენსაციაა, რომელსაც ყველა წესიერი ადამიანი განიცდის „ოცნების“ მოღალატეობრივი პოლიტიკის გამო - ელენე ხოშტარია - 10 ნოემბერი 2025

რუსული რეჟიმის პირობებში ძალიან იშვიათად მქონია სიამაყის შეგრძნება, სირცხვილი და სინდისის ქენჯნა ბევრად ხშირი თანამგზავრია ჩემი, თუმცა პროკურატურის ე.წ. ბრალდება სწორედ ის შემთხვევაა, რომლითაც მთელი ცხოვრება ვიამაყებ, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ხოშტარია წერს, ამაყია, რომ რუსეთის უკრაინაზე თავდასხმიდან რამდენიმე კვირაში ჩავიდა უკრაინის საზღვარზე და შემდეგ, ომის განმავლობაში არაერთხელ იყო კიევსა და ბუჩაში.

„ამაყი ვარ, რომ, ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, ვეხმარებოდი უკრაინიდან გამოქცეულ უსახლკაროდ დარჩენილ მოხუცებსა და ბავშვებს. ამაყი ვარ, რომ „რუსული ოცნების“ დასანქცირებაში ჩემი მოკრძალებული წვლილიც არის. ეს ჩემთვის, გარკვეულწილად, იმ სირცხვილის კომპენსაციაა, რომელსაც ყველა წესიერი ადამიანი განიცდის „ოცნების“ მოღალატეობრივი პოლიტიკის გამო. მჯერა, ამ სირცხვილს ყველა ერთად მოვიწმენდთ და ისტორიის კოშმარულ ფურცელზე დავტოვებთ. ვხედავთ, საკუთარი თავგანწირვის ხარჯზე, სულ რაღაც სამ კვირაში რუსთაველის პროტესტმა როგორ აქცია ფერფლად ბოლო რეპრესიული კანონიც. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. ეს აცლის ძალას რეჟიმს, აცლის რეპრესიულ ინსტრუმენტებს და აჩვენებს, რამდენად ძლიერი, მართალი და ერთიანია ხალხი. პოლიციის ჩაყენება სწორედ კანონის ვერგამოყენებას ნიშნავს. მარშები კი „ოცნებისთვის“ ახალი თავსატეხია. ბოლომდე!“ – წერს ელენე ხოშტარია.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE