მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ამოცანა გვეკითხება - ნეტა ვინ არის ეს არაბული “დიშდაშით” შემოსილი “პატრიოტი” და “ტრადიციების დამცველი” ჯიგარი?! - გია ხუხაშვილი - 11 ნოემბერი 2025

- ე.წ. არაბულ ინვესტიციებთან დაკავშირებით თავი  გავანებოთ პოლიტიკური და დემოგრაფიული უსაფრთხოების თემებს, რაზეც ქოც-გამპრავაბლებს აქვთ აბსურდული, მაგრამ “არგუმენტები” რითაც ცდილობენ, რომ ტრადიციულად “ტვინი გამოურეცხონ” ქართულ ჯიგრულ კონფორმიზმს და მიუხედავად ინფორმაციის სიმწირისა, ვისაუბროთ მხოლოდ ფაქტებით, რაც განაპირობებს ამ გარიგების უკიდურეს სკანდალურობას და რისი საწინააღმდეგო “არგუმენტებიც”  უბრალოდ არ არსებობს.

იმ მწირი ინფორმაციით, რაც ვიცით, ქართული მხარე ერთობლივი საწარმოს ფარგლებში დებს ათამდე მილიონ კვადრატულ მეტრ მიწას, ხოლო “არაბული” აშენებს.

მიწის კომერციული ღირებულება მინიმუმ ნახევარი მილიარდი დოლარია.

რაც შეეხება მშენებლობას, დეველოპერი რეალურად ეტაპობრივად აშენებს-ყიდის პრინციპით მუშაობს, ანუ, ყიდის მათ შორის მშენებლობის ეტაპზე ბინებს და უფრო მეტიც, მხოლოდ მიწებს შესაბამისი პროექტებით, ანუ ჰაერს.

ამ საქმიანობის სტარტისთვის სავესებით საკმარისია მაქსიმუმ 100 მილიონის ინვესტირება, რომლის ეტაპობრივმა ბრუნვამაც შესაძლოა საბოლოო ჯამში მოგვცეს 6 მილიარდი.

ანუ, სავარაუდოდ არანაირ ყბადაღებულ 6 მილიარდიან ინვესტიციაზე არ არის საუბარი. ეს 6 მილიარდი არა ინვესტორის, არამედ მათ შორის ქართველი მომხმარებლის ჯიბიდან უნდა იქნას ამოღებული

დასკვნა - ე.წ. “არაბული მხარე” დებს ქართულ მხარეზე ერთი რიგით ნაკლაბ თანხას და იღებს ერთი რიგით მეტ მოგებას.

ამოცანა გვეკითხება - ნეტა ვინ არის ეს არაბული “დიშდაშით” შემოსილი “პატრიოტი” და “ტრადიციების დამცველი” ჯიგარი?! - წერს ექსპერტი გია ხუხაშვილი "ფეისბუქში".

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE