სიღანღში, ავიაკატასტროფის ადგილას, სამძებრო ოპერაცია გრძელდება - შინაგან საქმეთა სამინისტროს და თანამშრომლები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები ცხედრებს ეძებენ და საგამოძიებო მოქმდებებს ატარებენ. როგორც შემთხვევის ადგილიდან "ტვ პირველის" კორესპოდენტი იუწყება, ტერიტორიაზე თურქეთის ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ნაწილებია მიმოფანტული, ხოლო პერიმეტრი ყვითელი ლენტებით არის შემოსაზღვრული.
თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი C 130 გუშინ დაახლოებით 15:00 საატზე ჩამოვარდა საქართველოს ტერიტორიაზე.
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთის სამხედრიო თვითმფრინავის ჩამოვრდნის დროს ბორტზე 20 პირი იმყოფებოდა, ყველა სამხედრო მოსამსახურეა.
ცნობისთვის, 11 ნოემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. ირკვევა, რომ თვითმფრინავი რეისს აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით ასრულებდა.
ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
აზერბაიჯანული გამოცემა APA ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ თურქეთის თვითმფრინავში, რომელიც საქართველოში ჩამოვარდა ასაფეთქებელი ნივთიერებები ან მოწყობილობები არ ყოფილა.
გამოცემის ცნობით, თვითმფრინავში მხოლოდ F-16 თვითმფრინავის სათადარიგო ნაწილები იყო. ბორტზე კი იმყოფებოდნენ სპეციალისტები, რომლებიც ამ გამანადგურებლებს ემსახურებოდნენ და რომლებიც ბაქოში 8 ნოემბერს გამართულ სამხედრო აღლუმში მონაწილეობდნენ.
ირკვევა, C 130-ს განჯის აეროპორტიდან აფრენისას ტექნიკური შემოწმება ჩაუტარდა და პრობლემა არ ჰქონდა.