მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
დეკემბერში ევროკომისია წარადგენს უვიზოს შეჩერების ანგარიშს, მათ შორის საქართველოსთვისაც - პაველ ჰერჩინსკი - 12 ნოემბერი 2025

"სპეკულაციები არ მინდა, თუმცა რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ მაგიდაზე დევს უვიზო რეჟიმის შეჩერების ახალი მექანიზმი, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ყველა ქვეყნისთვის, რომლებიც სარგებლობენ უვიზო მიმოსვლით ევროკავშირში. დეკემბერში ევროკომისია წარადგენს უვიზოს შეჩერების ანგარიშს, მათ შორის საქართველოსთვისაც და ეს ანგარიში გაზიარებული იქნება წევრი ქვეყნებისთვისაც. საბოლოოდ, ისინი განიხილავენ და ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას.

საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და თავად შეუძლია გადაწყვიტოს, რა კანონები მიიღოს, ჩემი როლია, როგორც ევროკავშირის ელჩის, რომ ვუთხრა ქართველებს, რომელი კანონი შეესაბამება ევროკავშირის და  რომელი - არა. 2024 წლის გაზაფხულზე ჩვენ ვთხოვდით ხელისუფლებას, არ მიეღოთ უცხოური აგენტების კანონი, რადგან ეს გამოიწვევდა შედეგებს. კანონის მიღების შემდეგ კი ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დე-ფაქტო შეეჩერებინა საქართველოს ევროინტეგრაცია. ჩვენ ვთხოვდით ხელისუფლებას, რომ კურსი შეეცვალა. მიხარია და ვფიქრობ, რომ კარგია თუ ზოგიერთმა პარლამენტარმა საბოლოოდ აღმოაჩინა 2024 წლის ივნისს ის ევროპული საბჭოს დასკვნა. რაც მაღელვებს ისაა, რომ მათ 18 თვე დასჭირდათ იმისთვის, რომ რაც გააკეთეს, ამას შედეგები მოჰყვება. ეს დასკვნა იყო პირველი გამოღვიძების ზარი, საბოლოო გამოღვიძების ზარი კი ბოლო გაფართოების ანგარიშია, რომელიც მართლაც გამანადგურებელია" - ამბობს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE