მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ქვეყანას როცა სჭირდებოდა და სჭირდება, თქვენი კომფორტის ზონიდან გამოსული არ მინახიხართ არც ერთი — ბუდუს და ქოჩორას გარდა - რეზო კიკნაძე - 19 ნოემბერი 2025

"ეს ფეხბურთელები სადღეგრძელოებით რომ გამოდიხართ, ხალხო, ,,ფეხი როცა დაგვიცდა, მაშინ დაგვიდექით გვერდშიო",თქვენ ოდესმე დამდგარხართ ან დგახართ ხალხის გვერდით?

არ გრცხვენიათ, მთავრობის მარიონეტებად რომ იქეცით და ხმაც არ ამოგიღიათ, როცა თქვენს მოქალაქეებს ქუჩაში სცემდნენ და უსამართლოდ ციხეში კეტავენ?

უტიფრობასაც აქვს საზღვარი.

ბურთის გაგორება და ამაში ფულის აღება არ არის ქვეყნის სიყვარული.

ქვეყანას როცა სჭირდებოდა და სჭირდება, თქვენი კომფორტის ზონიდან გამოსული არ მინახიხართ არც ერთი — ბუდუს და ქოჩორას გარდა" - წერს პროევროპულ აქციაზე დაკავებული რეზო კიკნაძე სოციალურ ქსელში.

"ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრები. ნაკრებო. 

თქვენი ერთი წევრის "ფეისბუქ" პოსტი შემხვდა და აქ და ასე "გამოვეხმაურები"

თქვენ ალბათ ყველაზე მეტად გრძნობთ გულშემატკივრის რაოდენობის ზრდას თუ კლებას, რადგან ყველაზე მეტად ფეხბურთი გვიყვარს და ყველაზე მეტად ფეხბურთის სტადიონის ტრიბუნებს დაეტყოთ ხალხის განწყობა.

მაგრამ თქვენი წაგებები სპორტულ მოედანზე არაფერ შუაშია ბიჭებო ხალხის რაოდენობის კლებასთან. 

და კარგად რომ ჩაიხედოთ გულში, მიხვდებით რაცაა შუაში.

თქვენი წაგებები ჩვენი წაგებებია, მაგრამ რატომღაც "ჩვენი წაგება" არ და ვერ გახდა თქვენი.

თორემ ჩვენ წაგების მერეც ჩამოვიდოდით თქვენთან გასახდელში. 

ფეხბურთის და პოლიტიკის გამიჯვნაზეც ნურაფერს გვეტყვით - ნაკრების მოქმედი წევრები იყავით "ოცნების" კლიპში. 

და თან რას ვიზამთ, რომ რაღაც მომენტში აღარ იმიჯნება ბიჭებო არაფერი. და ქომაგობაც ორმხრივია. 

გიორგი გორგაძე - ადვილი სახელი და გვარია დასამახსოვრებლად. კარგად დაიმახსოვრეთ. 

საბოლოო ჯამში, თუ ეროვნული საფეხბურთო ნაკრები არაა "ეროვნული", მაშინ ის უბრალოდ "საფეხბურთო" ნაკრებია. 

წარმატებები თქვენს საქმიანობაში. 

როდესაც ქვეყანას დავიბრუნებთ, მერე დავუბრუნდებით ტრიბუნებს" - წერს დიპლომატი ზურაბ ფარჯიანი სოციალურ ქსელში. 

"ვხედავთ მიზანმიმართულ კამპანიებს ფეხბურთელების, სპორტსმენების მიმართ. ეს დამოკიდებულება ყველა სფეროშია, ხდება ადამიანების შეურაცხყოფა. ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა, ვინც ჯანსაღად აზროვნებს, ვისაც უყვარს ჩვენი ქვეყანა, ვისაც უხარია ის, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა, უხარია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, წინსვლა, ყველა არის თქვენს გვერდით" | ამბობს კახა კალაძე. 

გუშინ საქართველო ბულგარეთთან 2:1 დამარცხდა, რითაც ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა დაასრულა.

მთავარი არხი

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE