მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საარჩევნო ხმა არის მოქალაქეობის უმთავრესი დასტური და მისი შეზღუდვა ნიშნავს, რომ სახელმწიფო ემიგრანტებს მეორეხარისხოვან ჯგუფად აქცევს - ქართველი ემიგრანტები - 19 ნოემბერი 2025

ქართველმა ემიგრანტებმა შექმნეს პეტიცია, რომლითაც ხმის საზღვარგარეთ მიცემის შენარჩუნება მოითხოვეს:

"დღეს ჩვენი ეს ფუნდამენტური უფლება საფრთხის წინაშეა. პარლამენტი იწყებს კანონპროექტის განხილვას, რომლის მიხედვითაც, ემიგრანტებს აღარ გვექნება საზღვარგარეთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება. „ქართული ოცნების” ეს ინიციატივა ნიშნავს:

• მოქალაქეობის გაუფასურებას: საქართველოს მოქალაქეობა არ არის დამოკიდებული

 გეოგრაფიულ ადგილმდებარეობაზე. ის არც მხოლოდ ქართული პასპორტით დასტურდება

. საარჩევნო ხმა არის მოქალაქეობის უმთავრესი დასტური და მისი შეზღუდვა ნიშნავს, რომ სახელმწიფო ემიგრანტებს მეორეხარისხოვან ჯგუფად აქცევს.

• უსამართლო დამოკიდებულებას: სწორედ ჩვენი, ემიგრანტების, დაუღალავი შრომა და ფულადი გზავნილები აცოცხლებს საქართველოს ეკონომიკას. ჩვენი შვილები, ნათესავები, მეზობლები თუ მეგობრები საქართველოში ვალებს ვერ აუდიან; ოჯახების 60%-ზე მეტს სესხი აქვს, 40%-ზე მეტს კი ფული არ ყოფნის მედიკამენტებზე, საკვებსა თუ საყოფაცხოვრებო ნივთებზე. უსამართლოა, სახელმწიფოს სურდეს ემიგრანტების ფინანსური კონტრიბუცია ამ გაჭირვების დასაძლევად, ამავდროულად კი მათ უარს ეუბნებოდეს ქვეყნის პოლიტიკური მომავლის განსაზღვრაში მონაწილეობაზე.

• კავშირის გაწყვეტა: ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფომ ხელი შეუწყოს ემიგრანტების ინტეგრაციას და დაბრუნებას, საარჩევნო უფლების შეზღუდვა გვაშორებს სამშობლოს. უამრავი ჩვენგანი მუშაობს მოწყვლად და დაუცველ გარემოებებში, სადაც სამშობლოში დაბრუნება, თუნდაც ოჯახის მოსანახულებლად, დიდ მატერიალურ და დროით სირთულეებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, მოთხოვნა — „ჩამოდით და მიეცით ხმა“ — არა მხოლოდ არარეალისტურია, არამედ ჩვენი იზოლაციის ტოლფასია.

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ვითხოვთ საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლების სრულფასოვნად შენარჩუნებას! ეს მოთხოვნა არ არის პოლიტიკური ახირება, ეს სამართლიანობის საკითხია. საქართველოს კონსტიტუციით, ხელისუფლების წყარო არის ხალხი — და ეს ხალხი ვართ ჩვენც, საზღვრებს გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები.

უკეთესი საქართველოსთვის ბრძოლა და მასში მონაწილეობა ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა!“ - წერია პეტიციაში.

ოცნებამ 17 ნოემბერს, მიიღო გადაწყვეტილება, რომ საარჩევნო კოდექსს შეცვლის და ემიგრანტებს საპარლამენტო არჩევნებზე ხმის საზღვარგარეთ მიცემას შეუზღუდავს. კობახიძის თქმით, ყველას შეუძლია "1 დღით ჩამოვიდეს" და ხმა ინფორმირებულმა მისცეს, რადგან "უცხო ქვეყნის გავლენის ქვეშ არ მოექცეს".

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE