მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საფეხბურთო ნაკრების დეგრადაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა 30 მილიონი ლარი გადაუხადა, რითაც ფაქტობრივად მოისყიდა და გააჩუმა ისინი - რომან გოცირიძე - 20 ნოემბერი 2025

- საქართველოს საფეხბურთო ნაკრების დეგრადაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა 30 მილიონი ლარი  გადაუხადა მათ, რითაც ფაქტობრივად მოისყიდა და გააჩუმა ისინი. ამ დღიდან შეწყდა მათი მხრიდან ქვეყანაში მიმდინარე ანტიდემოკრატიული, ანტიდასავლური და ძალადობრივი პოლიტიკის გაპროტესტება. ნაკრების რამდენიმე წევრმა “ოცნების” სამარცხვინო საარჩენო კლიპშიაც კი  მიიღო მონაწილეობა, რითაც ხელი შეუწყო ნაკრებში ერთიანობის გრძნობის მოშლას და ფსიქოლოგიური  სირთულეების წარმოშობას. 

შექმნილ ვითარებაში ბრალი მიუძღვის “ოცნების” კლანს, პირადად ბიძინა ივანიშვილს, ლევან კობიაშვილს და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას, ნაკრების ფრანგ მწვრთვნელს ვილი სანიოლს, რომლებიც “სპორტისა და პოლიტიკის” გამიჯვნის ლოზუნგით  მორალურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ ფეხბურთელებზე.   ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა სამთავრობო, პრივილეგირებულ ბიზნესებში ცნობილი და ყველასათვის საყვარელი სპორტსმენების ჩართვამ და მათი სახეების პროპაგანდისტული მიზნით გამოყენებამ. ხელისუფლებამ ფეხბურთელებს თავი დამცირებულად, გაყიდულებად და კონფორმისტებად აგრძნობინა. 

გადაივლის ყველაფერი.  ეს რუსული რეჟიმიც ისტორიის პოლიტიკურ სანაგვეში აღმოჩნდება და ის წნეხიც მოიხსნება, რასაც ყველა, მათ შორის სპორტსმენები განიცდიან. ჩვენს გუნდს კი გამაგრებას და გამარჯვებებს ვუსურვებ. არასდროს დაგვავიწყდება ის  უდიდესი სიხარული, რაც  ქვეყანას მოუტანეთ. არა მხოლოდ სპორტული გამარჯვებებით შეაყვარეთ ხალხს თავი, არამედ თქვენი სილაღით, ადამიანურობით, თანამედროვეობით, პროგრესულობით, ევროპელობით და ქართველობით.

თქვენს გვერდით ვდგავართ. გვჯერა, რომ გამარჯვებები წინა გაქვთ, - წერს ექსპერტი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში. 

კახა კალაძე, თბილისის მერი: 

"სამარცხვინოები არიან ეს ადამიანები, თავიანთი განცხადებებით და მესიჯებით, რასაც ჩვენი ფეხბურთელების მიმართ ვისმენთ. ისინი უპირისპირდებიან ყველას და ყველაფერს, ვინც მათ გვერდით არ დგას. ერჩიან ყველას, შეურაცხყოფას აყენებენ, აგინებენ, ლანძღავენ. ჯანსაღი საზოგადოება რეალურად ანალიზს აკეთებს და კარგად ხედავს, ვინ ვინ არის. 300 ადამიანი დარჩა და აქციებზე წინ და უკან დაეხეტებიან. მათ ხალხის მხრიდან არანაირი მხარდაჭერა არ გააჩნიათ, განულებულები და წარუმატებლები არიან. ამიტომ ერჩიან წარმატებულ ხალხს, მათ შორის ჩვენს ფეხბურთელებს. ამ ხალხს არც ადრე უხაროდათ ჩვენი ნაკრების წარმატება და გამარჯვებები. ისინი გაბოროტებულ დაჯგუფებას წარმოადგენენ და ქვეყნის ყველა წარმატებას ებრძვიან.

რაც შეეხება უშუალოდ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს, არის როგორც წარმატებული თამაშები, ასევე წარუმატებელიც. სხვანაირად შეუძლებელია. ეს ფეხბურთია და ყოველთვის ვერ მოიგებ. თუმცა, ჩვენ ჩვენი გუნდი და ჩვენი ბიჭები, წაგებისა და მოგების მიუხედავად, გვიყვარს, პატივს ვცემთ. ისინი არიან ახალგაზრდები, ვინც ქართული ფეხბურთის სიყვარული დააბრუნეს და განსხვავებულ ნიშნულზე აიყვანეს. ყველანი უბედნიერესები ვიყავით, როდესაც ისტორია დაიწერა და ჩვენი ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. შემდეგ წელს გუნდმა რამდენიმე თამაში რომ წააგო, ამის გამო ფეხბურთელები ლანძღო და შეურაცხყოფა აყენო, სწორი არაა“ - ამბობს კახა კალაძე

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE