შიმშილობის 28 დღე პარლამენტთან - მოშიმშილე მოქალაქეებს უკვე გადაადგილება უჭირთ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება. განსაკუთრებით რთულია ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გედევან ფოფხაძის მდგომარეობა. მან მედიასთან კომენტარის გაკეთებაც კი ვერ მოახერხა.
აღსანიშნავია, რომ მოშიმშილეების მდგომარეობოდან გამომდინარე, ვაჟა გაფრინდაშვილის ხელმძღვანელობით ადგილზე ექიმების მობილური ჯგუფები იქნება მობილიზებული. მედიკოსებმა კარავი უკვე გაშალეს, სადაც 24 საათიან რეჟიმში იმორიგევებენ.
ამ მომენტისთვის ბატონი გედის მდგომარეობა კრიტიკული არ არის, მაგრამ სუსტადაა, გადაადგილება უჭირს. გუშინ ჩვენ ამ ხელისუფლების სასწრაფო დახმარებააზე უარი ვთქვით, იმიტომ, რომ იყო შემთხვევა, როცა არაადეკვატური მონაცემები დააფიქსირეს და ამის გაო ჩვენ ეჭვი გაგვიჩნდა. ბატონი ვაჟას თაოსნობით შეიქმნება დღეს მობილური ჯგუფი და 24 საათიან მონიტორინგს ჩაგვიტარებენ ბატონი ვაჟა და თავისი ექთანი, - ამბობს ერთ-ერთი მოშიმშილე.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიუხედავად, აქციის მონაწილეები ბრძოლის შეწვეტას არ აპირებენ და ამბობენ, რომ პროტესტს გააგრძელებენ იქამდე, ვიდრე ქვეყანაში ახალი, სამართლიანი არჩენები არ ჩაინიშნება და არ გათავისუფლდებიან პოლიტიკური პატიმრები.
ტვ პირველი